 | ავტორი: ნიკოლასი ჟანრი: პოეზია 7 ივნისი, 2019 |
ტალახში გაწოლილი ბავშვის მშობელივით, ვატყობ ნებისყოფა მელევა, სიზმრებმა გამაღვიძეს, ღმერთისკენ მომაბრუნეს, თუმცა ეს წამებიც მელევა. სითბო მონატრებულ ობოლი ზამთარივით , ფიფქი მეშლება და მელევა, გალიას მიჯაჭვული ფერმკრთალი აფთარივით, ხმაც გამქრობია და მელევა. კლავიშს მინდობილი კომპოზიტორივით, აკორდი გამიცივდა,მელევა, ფიქრებს მინდობილი რომანტიკოსივით, ცრემლებიც აღარ შემრჩა მელევა. რითმების მოყვარული ურითმო პოეტივით ვხვდები ეს რითმებიც მელევა, მიყვარხარ,მეყვარები,სულ შენთან ვიქნები და მგონი აქ სიტყვებიც მელევა....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მე არ მჯერა, რომ გელევათ :)
მე არ მჯერა, რომ გელევათ :)
2. ტალახში გაწოლილი ბავშვის მშობელივით ...
+ 1 ტალახში გაწოლილი ბავშვის მშობელივით ...
+ 1
1. პირველი ორი ხაზი რამხელა დრამაა რო იცოდეთ პირველი ორი ხაზი რამხელა დრამაა რო იცოდეთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|