ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 ივნისი, 2019


***

ის მიკითხავდა ლექსებს და ვგრძნობდი, ყველაზე მეტად ამ დროს მიყვარდა! მისი ხმა, გამჭვირვალე ემოციითაა და ვნებით გაჯერებული მისი სიტყვები, ნეტარებით აშლილი სიმივით ეხებოდა ჩემს ნერვებს და სულის მარადიულობაში უფრო მეტად მარწმუნებდა...
ხელდაუკარებელი შეხებით მე ის აგონიაში მაგდებდა...
ფერად აგონიაში...
მერე კი ისევ, იმავე  განცდით მაბრუნებდა უკან, რათა ხელახლა დავეხატე სიყვარულის უნაკლო ფუნჯით..
ყოველთვის, როცა მისი არეული, აცახცახებული სუნთქვა ჩემს ველურ გულისცემას მშფოთვარე ნაწილაკებად ეწებებოდა  აღელვება საზღვრებს ანგრევდა, ოფლად დაღვრილი შეგრძნებები ყელსა და ტუჩებზე დაცოცავდნენ და მზერაში გაჩენილი ხანძარი მთელ სხეულს ედებოდა გაუჩერებლად, განუცდელი სურვილების მოჭარბება კი მოთმინების პიკს აღწევდა.
მისი ხმა, ოდნავ დრეკადი, რაღაცნაირად დამყოლი და თანაც აღგზნებული, დროდადრო უცებ ამოვარდნილ ქარიშხლს  ემსგავსებოდა და  მთელ ჩემს საიდუმლოებებს ისრუტავდა, მერე კი ლექსის მსუბუქ სტრიქონებად დიდხანს აფრიალებდა ისევ და ისევ ჩემი სულის ისედაც მგრძნობიარე მონაკვეთებში, ყველა კარტი რომ ბოლომდე გახსნილიყო, შესწავლილიყო და სათანადოდ გაშიფრულიყო, სამუდამოდ რომ ჩარჩენილიყო მისეული კვალი ჩემს არსებობაში...კვალი, რომლის წაშლაც დიდი მონდომების მიუხედავად საშინლად გამიჭირდებოდა.
ვიცოდი, ერთ დღეს ეს ხმა სიგიჟის თვალებში ჩამახედებდა და განუკურნებლად შეშლილ (მგონი მაქვს კიდეც ნიშნები)) რომანტიკოსად მაქცევდა...
ვიცოდი და მაინც მისი მოსმენა მთელს მიწიერ და არამიწიერ მელოდიაზე მეტად მინდოდა, მინდოდა და მჭირდებოდა კიდეც რომ გადავრჩენილიყავი ანდაც პირიქით გავმქრალიყავი, მასში რომ ჩავნთქმულიყავი...
პრინციპში ესეც გადარჩენა იქნებოდა, თავად მის სიტყვებში ჩაძირული სიცოცხლის გაგრძელება, იქნებოდა და არის კიდეც!- მე ცოცხალი ვარ!
და მე იმ ხმის ძალამ გამაბედვინა ეს ყველაფერი თამამად, ყველას გასაგონად მეყვირა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები