| ავტორი: გოგლიკო ჟანრი: პოეზია 22 ივლისი, 2019 |
მადნობს ყოველი უშენობით განვლილი წუთი, ყოველი მზერა გამოხედვით სახტად მტოვებს და ვამსხვრიე სარკე, ანარეკლი რომ ვნახე მუჭით, არ ვგავარ თავსაც, ვემსგავსები უკვე ცხოველს და ... წამიერად მინათდება თავში აზრები, ფიქრმა არ მინდა უშენობა რომ დამასიოს, ფანჯრიდან უხმოდ, უგზოუკვლოდ გადავვარდები მოვძებნი ჩემში, შენს წილ გიჟ გალაკტიონს . თუნდაც ყოველი ამოსუნთქვა იყოს უგულო. წამში ათასჯერ გინატრო და შენი სურნელი - ეცხოს ჩემს პერანგს მე კი ზეცას ჩუმად ვუყურო, ჩუმად ვუყურო გზას, პეიზაჭად როგორ ბრუნდები . საუცხოოა, სატირალი, მაგრამ ამაოდ ... მჭამს იმედი და საჭორაოდ ვიხმობ მკვლელობას, დარდების რიგებს, ჩვენს ადგილას უხმოდ დაათოვს, მართავ მსვლელობას ! - ჩემს სახსოვრად, მაგრამ ადრეა ... ადრეა ჩემი დაფასების უვიცი ღამე, ახლა ვინა ვარ აღარ ვიცი, არც ის რა დღეა მე უშენობის წუთები უკვე მრავალჯერ ვჭამე. ვჭამე და გემო ? ზედმეტია, ახლა გრძნობები, გამცვდარა, მე კი გგლოვობ შენზე დამხობილს, დამენახე და ერთხელ კიდევ დავიქოქები დავიჭრი სხეულს ვიქნები შენი ჩუმი ვანგოგი .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|