ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2009


******

ცაზე ამოვა მთვარე და გაანათებს ნისლს,
როცა არ მძინავს ღამე,მოვისმენ ფიქრის ძილს
ცაზე ამოდის მთვარე და ცვრიან ბალახზე
რითმებს მკარნახობს იგი,ცოდვათა ძალაზე.

ცაზე ამოვა მთვარე და როცა შევხედავ,
უეცრად შენი სახე თვალწინ დამიდგება
ცაზე ამოვა მთვარე და ჩვენი წამები,
ბნელს მიეცემა მარად ამ მზიან ღამეში

ცაზე ამოვა მთვარე და დავიჩოქებ მე,
შევხედავ შენს ნაზ თვალებს და შენთვის ვილოცებ
ცაზე ამოვა მთვარე და ნაზი სულიდან
ქარს ამოჰყვება სუნთქვა ლანდების მუზისა

ცაზე ამოვა მთვარე და სულ გაფანტავს ნისლს,
აღარ ვიქნები ღამე,რომ მოვუსმინო ძილს
აღარ იქნება ლოცვა აღარ იქნება მზე
და მთვარეს ემახსოვრება ის ნისლიანი დღე...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები