ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2019


  ჩამოტვირთვა

მე მქვია სირცხვილი!

( ნაწყვეტი ციკლიდან : მიტოვებული წვიმები )




ეს გიჟის ხალათი ყველაფერს გერჩიოს.
\\\\\\\" განაჩენს ნარჩენი სინდისის წვით ველი \\\\\\\"
არასდროს შენს თვალებს არ გადაეჩვიო
მოწამლულ მეწამულს, სიფიცხეს წითელის

\\\\\\\" უღმერთოდ ვაღმერთებ, მოწამლულ მეწამულს \\\\\\\"
ფოცხვერის იმიჯი, სულში გაქვს, შიგ გიზის
სიწითლეს მზერაში ცრემლები ძერწავენ
შენახარ მდუმარე მიზეზი სიგიჟის.

ოღონდაც გყოლოდი მშვიდი და მდუმარე,
რამდენჯერ ეწამე, ცოლობით პოეტის.
თავის ქალს რომელიც ყველაფერს უმალავს
ჰო, მე ის უღირსი კაცი ვარ ყოველთვის!

ვწუხვარ, რომ ძვირფასო გითხარი მეტი ვერ
და ვდგავარ სარკესთან მიმიკის მორგებით.
წვიმები შენს გულში ტოვებენ წყვეტილებს
წვიმებში იშლება წითელი ქოლგები.

დათოვა, არ გესმის? რა მაგრად დათოვა,
ორივემ გავტეხეთ აღთქმა და ფიცილი
და ახლა ღმერთისგან ორივე მარტო ვართ
\\\\\\\" შენ გქვია შერცხვენა, მე მქვია — სირცხვილი; \\\\\\\"

ვწუხვარ, რომ ძვირფასო გითხარი მეტი ვერ
წვიმებიც ოდესღაც იცოდე გარბიან
და მერე შენს გულში ტოვებენ წყვეტილებს,
რომელიც გუშინდელ დღესავით კარგია.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2019 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები