ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2019


* * *

მაინც ლამაზად თენდება
ეს დილა ოხერ_ტიალი...
ავდგე, ჩავყლაპო ჰაერი,
მერე არ იყოს გვიანი...
მერე არ მითხრას საწუთრომ_
გეძინა, დაიგვიანე,
რა უყავ მადლი დილისა,
სხვას რად არ გაუზიარე,
რად არ იპოვე სინათლე,
მართლისთვის რად არ  გიბრძვია,
სიკეთეც არ შეგინახავს,
და ქვის ქვეშ არ  დაგიდვია...
არ შეგიმოსავს შიშველი,
არც წყალი არ მიგიწვდია,
შენი მტრის მოფერებაში
სული არ გამოგიწრთვია,
შენგან წასული მკვდრისათვის
სანთელი არ აგინთია...
ჰოდა, თენდება ეს დილაც,
ავდგე, ჩავყლაპო ჰაერი,
მერე არ მითხრას საწუთრომ_
ტყუილა გქვია ქართველი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები