 | ავტორი: ალოჰა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 სექტემბერი, 2019 |
გვალვაა სიკვდილი ზეიმობს, გვალვაა. დემონი ტახტრევანზე ადის, გვალვაა. ლეშის სუნია ირგვლივ, გვალვაა. პირი უშრება თოთო ბავშვს, გვალვაა. მშობლების გვამები ყარს, გვალვაა. პატარას გაუშრა ცრემლი, გვალვაა. სულ რაღაც დღეების,ტანჯვისგან ხავის, გვალვაა. სიცხისგან უსკდება კანი, გვალვაა. ჭიანჭველებმა მიაგნეს აკვანს, გვალვაა. უკანასკნელი ამოსუნთქვის წამი, გვალვაა. ტკივილისგან დაშრა,და მარტოდ მოკვდა აკვანში ბავშვი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჯონთანს ვეთანხმები. ჯონთანს ვეთანხმები.
1. თითქოს აფრიკული ტომების გოდება...
თითქოს აფრიკული ტომების გოდება...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|