 | ავტორი: ჯანო შენგელია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 14 სექტემბერი, 2019 |
1992 წელი . აფხაზეთი.. სოხუმთან ახლოს ფეხბურთს თამაშობენ, ქართველი ბავშვების თავებით, აფხაზი ბიჭები.. სტადიონის გვერდით ნაკადული მირაკრაკებს, დიდ მუხებს შორის. მუხებს რომლებსაც ვინ იცის რამდენჯერ გასჩხერიათ ყელში გადაუსვლელ ლუკმასავით ფესვებში მთვარე, ზორბა ფესვებში.. ახლა ნაკადული წითელია, მძიმე სუნი დგას.. და ნელ სიოში გოლის მოლოდინი უფრო მძაფრდება.. ბურთი დაზიანდა , მაგრამ ახალს რა გამოლევს, სულ ცოტაც და ქერაქოჩორა ბურთიც მზად იქნება..
არც თუ ისე შორს, ქართველთა ბანაკში, ბავშვთა მამები, დიდ რკინის მილებში ამწყვდევენ აფხაზ ბავშვებს... გარედან ახურებენ და წვავენ, მწვადის სუნი დგას, შიშნარევი მწვადის სურნელი..
ღმერთი კი ამ დროს , მაღალ გორაკზე .. ძალიან მშვიდი ღიმილით ზის და თუთუნს ახვევს ლეღვის ფოთოლში..
(,,ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.\'\')
ქართველთა შიმშილნარევ სროლებს აფხაზებმა უპასუხეს..
რამოდენიმე საათის შემდეგ სროლა შეწყდა..
და ქერაქოჩორა ,, ბურთიც\" გაცვდა,
მაგრამ ახალს რა გამოლევს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სიმძიმე კუბში! :( სიმძიმე კუბში! :(
3. ორივე ფაქტის შესახებ მსმენია და ვერაფრით ვიჯერებ...
\"ახალს რა გამოლევს.. \"- ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედია.
ორივე ფაქტის შესახებ მსმენია და ვერაფრით ვიჯერებ...
\"ახალს რა გამოლევს.. \"- ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედია.
2. ვუი, არ ფასდება, სამწუხაროდ. ვუი, არ ფასდება, სამწუხაროდ.
1. თავიდან ისე დაიწყო რომ მეთქი შევეწინააღმდეგები, ამან ალბათ ქართველებმა რა ქნეს ის არ იცის თქო, ისევ ,,პატრიოტი\", ,,რაც მაგრებივართ ქართველები ვართ\" ადამიანი მეგონე, მაგრამ მერე მეორე სტროფი უფრო კარგად მოვიდა ჩემტან, იდეალურადაა გადაბმული, ისევე იდეალურად როგორც ეს სამყარო იქნებოდა ომების გარეშე, ძალიან მომეწონა, ჩემი საყვარელი ნესტორი ბაბუა ხელზეც გეამბორებოდათ და პოსეიდონის საპატივსაცემოდ დაკლული ძროხების სუფრაზე ,,სუკებს\" თქვენ მოგართმევდათ... რა თქმა უნდა 5 თავიდან ისე დაიწყო რომ მეთქი შევეწინააღმდეგები, ამან ალბათ ქართველებმა რა ქნეს ის არ იცის თქო, ისევ ,,პატრიოტი\", ,,რაც მაგრებივართ ქართველები ვართ\" ადამიანი მეგონე, მაგრამ მერე მეორე სტროფი უფრო კარგად მოვიდა ჩემტან, იდეალურადაა გადაბმული, ისევე იდეალურად როგორც ეს სამყარო იქნებოდა ომების გარეშე, ძალიან მომეწონა, ჩემი საყვარელი ნესტორი ბაბუა ხელზეც გეამბორებოდათ და პოსეიდონის საპატივსაცემოდ დაკლული ძროხების სუფრაზე ,,სუკებს\" თქვენ მოგართმევდათ... რა თქმა უნდა 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|