ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2019


*** (არავინ მიყვარს)

არავინ მიყვარს და ისეთ სევდას
ვატარებ მაინც - სჯობს, არ მიყვარდეს
და როგორც ცაზე ცვალება ფერთა,
არეულია პირველ სიტყვამდე
და ნაბიჯამდე ჩემი ფიქრები,
ქალები - არფის ნაზი ბგერები
ელიან, რომ მე მათი ვიქნები,
ნახავენ, როგორ შევებერები
მათ კალთას, შვილებს, ბედნიერ ოჯახს,
მე კიდევ მთუთქავს არაფრის განცდა,
არაფერია, არ მიყვარს - მორჩა,
და თუ ოდესმე მიყვარდა - გაცვდა,
და თუ ოდესმე მწამდა - წავიდა,
და თუ ოდესმე წავედი - მქონდა
მიზეზები და როცა თავიდან
ტრიალდებოდა, მე მაინც ოდნავ
ჩასაჭიდსაც კი ვეჭიდებოდი,
ემსგავსებოდა არფა არაფერს:
ასეთ დუმილში ქარი შემოდის,
ქალი კარს ხურავს. ღვიძავს დარაბებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები