ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2019


* * *

შენ არაფერი არ გაქვს სათქმელი...
დახარე  თავი, იყუჩე მდაბლად...
დიდი ხნის ნათქვამს რაღას აწვალებ,
სიტყვა ღმერთია, მოსული სანთლად...
შენ გაგიჭირდა ცხოვრების გზაზე,
ვერ მოერიე, დაეცი დაბლა,
ვეღარ ადექი უკვე დასჯილი
და ვიღაცეებს მოედე ბრალად...
ძნელია, იყო ადამიანი,
და შენი სუნთქვა გულგრილად გასცე...
ძნელია, ვინმეს დაუჩოქო და...
ლანგრით მიართვა მართლა სიმართლე...
იქნებ, ჯობია უსახელობა,
იქნებ, ჯობია, ეგდო, არ ადგე...
იქნებ, ჯობია, გაიხსნა ვენა
და სისხლით მორწყა მართლა სინაზე...
ასე ვკიოდი მთელი ცხოვრება,
შეგეკითხეთ და არ მიპასუხეთ,
ის ტყუილები, მე რომ მივიღე,
რად მომასაღეთ მხოლოდ სიმართლედ?!
და აფრააშლილ  ცხოვრების ნავში
თუ გადმომისვით მკვდარი გმირობა,
ფეხს ნუღარ მირტყამთ
გამეტებით და...
ნუღარ მასხივებთ გულის გრილობას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები