მეხსიერების ფსკერიდან ვიხსენებ: კივილი გადაუვლიდა უბანს, ატირდებოდა ქალი და კაცი ტელევიზორი არ ჩაირთვებოდა წელიწადს, რადგან მეზობელს სტკიოდა მეზობლის ტკივილი, გლოვით დაიღლებოდა ყველა, ბავშვებსაც კი ეკრძალებოდა სიცილი... მოხუცები არ გაიხდიდნენ ძაძებს, ღობეზე გადაიჭიმებოდა სამგლოვიარო არშია, ზოგჯერ თუ ახალი სატირალი გაჩნდებოდა, არ იმჩნევდნენ მეზობლები, გლოვას გადაებმებოდა გლოვა, ქორწილები გადაიდებოდა სამერმისოდ, რადგან ძვირად ფასობდა ადამიანის სიცოცხლე. მერე ნელნელა გაუფასურდა სიკვდილი, დავიწროვდა ჭირის წრე, დამოკლდა გლოვის დრო და, მხოლოდ შინაურებმა ივიშვიშეს, მეზობლებმა გასართობები არ მოიკლეს, "რას ვუშველით, ჩვენ მაინც გავიხაროთო". გასართობად იქცა ქელეხები, გახალისდნენ გადანახულებებით, და დრო რომ არ დაკარგულიყო, მარებელი იდგა და არჩევდა... სარძლოს, სასიძოს, სამძახლოს, წლების მერე კი... უსაშველოდ "გაადვილდა" სიკვდილი, მხოლოდ ოჯახებს უკვდებათ ახლა და უცებ... მეგობარი რომ მოგაკლდება თვალში თურმე არც გაგიგია, შესანდობარიც არ აგიწევია, ისე აწეულა ცისკენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ტკივილის გამოხატვის უამრავი ფორმაა , ქალბატონო მარი . მე ცოტა სხვა რამ ვიგულისხმე .არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ შავები არასოდეს ჩამიცვამს გლოვის მიზნით , სხვების დასანახად . დიდად დაფარულში მგლოვიარეც არ ვარ , რასაკვირველია ))) პატივისცემით და კეთილი სურვილებით . ტკივილის გამოხატვის უამრავი ფორმაა , ქალბატონო მარი . მე ცოტა სხვა რამ ვიგულისხმე .არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ შავები არასოდეს ჩამიცვამს გლოვის მიზნით , სხვების დასანახად . დიდად დაფარულში მგლოვიარეც არ ვარ , რასაკვირველია ))) პატივისცემით და კეთილი სურვილებით .
2. არც ისე გამიმძაფრებია მახსოვს, ჭირისუფალს აარიდებდნენ და სხვას დაავალებდნენ, ახლობლებისათვის გარდაცვალების შეტყობინებას. ახლა? ერთი კვირის წინ მეგობარმა მომწერა, გიჟს ვგავარ, მარინა (მეუღლე)გარდამეცვალაო ...
იმის მერე ვფიქრობ, მეუღლე გარდაიცვალა, მან კი ტელეფონი აიღო, ინტერნეტში შევიდა და მეგობრებს,მათ შორის მეც, მომწერა თავისი გულისტკივილი.
მე მჯერა მისი გულისტკივილის
მან ერთი წელი იბრძოლა მეუღლის სიცოცხლისათვის ის ახლა ჭირისუფალია მაგრამ მეუღლე მხოლოდ მისთვის მოკვდა :(
არც ისე გამიმძაფრებია მახსოვს, ჭირისუფალს აარიდებდნენ და სხვას დაავალებდნენ, ახლობლებისათვის გარდაცვალების შეტყობინებას. ახლა? ერთი კვირის წინ მეგობარმა მომწერა, გიჟს ვგავარ, მარინა (მეუღლე)გარდამეცვალაო ...
იმის მერე ვფიქრობ, მეუღლე გარდაიცვალა, მან კი ტელეფონი აიღო, ინტერნეტში შევიდა და მეგობრებს,მათ შორის მეც, მომწერა თავისი გულისტკივილი.
მე მჯერა მისი გულისტკივილის
მან ერთი წელი იბრძოლა მეუღლის სიცოცხლისათვის ის ახლა ჭირისუფალია მაგრამ მეუღლე მხოლოდ მისთვის მოკვდა :(
1. არც მთლად მასეა . ძალიან გაამძაფრეთ მემგონი ) არც მთლად მასეა . ძალიან გაამძაფრეთ მემგონი )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|