ლექსებს დედანში ვკითხულობ, არ მიყვარს შეცვლა სიტყვების, კვლავ პოეტებით ვდიდგულობ, პოეზიის გზას მივყვები.
თვალწინ უდგება ისევ ის წუთები დედას შაოსანს, რომ უკითხავდა თავის შვილს რუსთველის ,,ვეფხისტყაოსანს“.
მამულიშვილებს - რომ წავალ საიქიოშიც დავითვლი, თვალცრემლიანი დამხვდება გურამიშვილი დავითი.
მწამს: ვაჟა ცაშიც ავედრებს ქრისტეს სამშობლოს სიცოცხლეს, ,,სტუმარ - მასპინძლის“ ქვეყანას იესო კიდეც გვიცოცხლებს.
ვსტუმრობ დიდუბის პანთეონს, დიდი სევდაა ტერენტი, ,,Memento mori“-ს კითხულობს გოგონა წითელ ბერეტით.
არ მეგულება პოეტი, ნონეშვილივით ალალი, ისე მიზიდავს ლექსებით, როგორც ლამაზის დალალი.
მაოცებს გალაკტიონი, როგორც ,,მერანი“ ტატოსი, თუმც ჩემთვის ნომერ პირველი ,,სალაღობო“-ა ლადოსი.
ახლა მუხრანიც ვახსენოთ, დიდი გზა გამოიარა, კოსტავასავით სტკიოდა, იმ ცხრა აპრილის იარა.
ის ზვიად გამსახურდიას ერთგულად სთვლიდა ამ ერის, თავისუფლებას ეტრფოდა მისივე იმერ - ამერის.
ანა, მურმანი, ჯანსუღი, გოგლა, აკაკი, ილია, ტიციანიც და პაოლოც ამ მიწის გამოზრდილია.
ვიხსენებ ნიშნიანიძეს, მორისის წიგნიც აქ არის, ეს მცირე დაფასებაა, იმათი ნაამაგარის.
ყველას ჩამოთვლით შორს წავალ, იქნებ არც მეყოს წლები მე, მათ დაფასებას უფალი ზეცაშიც შემაძლებინებს.
2019
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ამდენი სიყვარული როგორ გეტევა ამ პატარა გულში?!. ამდენი სიყვარული როგორ გეტევა ამ პატარა გულში?!.
2. დიდი მადლობა... დიდი მადლობა...
1. ძალიან სასიამოვნოა ოთარ... 5 ძალიან სასიამოვნოა ოთარ... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|