ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ათისნახევარზე გამეღვიძა, ისიც მაღვიძარათი. როდესაც ახლიდან ჩავიტვირთე, ლოგინზე წამოვჯექი და მთელი ელასტიურობის დახმარებით ტრუსიკზე ვისუნე. ნამდვილად დასაბანი ვიყავი, დღეს ვეღარ ვიზარმაცებდი, ზღვარისთვის უკვე მიღწეული მქონდა, ან შემეძლო არ მებანავა და ხალხისგან შორს დამეჭირა თავი. ეს არც ისე რთული იქნებოდა, მაგრამ რატომღაც მაინც ბანაობა გადავწყვიტე და საჭირო ნივთების შეკოწიწება დავიწყე. უჯრაში ზუსტად ისეთი ტრუსი დამხვდა როგორიც ახლა მეცვა, რაც ძალიან გამიხარდა, ვინაიდან თუ გუშინ ვინმემ დამინახა საცვალი და დღესაც იგივეთი მნახავს, მაგრად გავაცუცურაკებ. ერთიანად ხითხითმა ამიტანა, როდესაც პოტენციური მსხვერპლის პოტენციურ თავში ჩავძვერი, მისი კონტოლი სრულად შემეძლო, მისი დამცინავი აზრების კონტროლი, რომლებიც აიძულებდნენ თავი ჩემზე მაღლა დაეყენებინა, აიძულებდნენ მოდუნებულიყო, ვაიძულებდი ყურადღება მოედუნებინა, შემდგ კი ადვილად ვმართვდი. ეჰ, საბრალოს ნამდვილად მარიონეტული აზრები აქვს, მინდა რომ გავათავისუფლო. შემეძლო მარლაც ისევ იგივე ჩამეცვა და მისი ფიქრები ჭეშმარიტი გამეხადა, ან ამის ამაოებაში დასარწმუნებლად ერთი ჩამეცვა და მეორე წამეღო, რათა თვალი ამეხილა მისთვის, რაღაც ნამდვილად მოსაფიქრებელი იყო. ზუსტად ამ დროს გამახსენდა, იმისათვის რომ ჩემი ტრუსი ვინმეს დაენახა, ალბათ ზურგზე მაიკა უნდა ამწეოდა რასაც ვერ ვიტან, არა ამის გაძლება ჩემთვის რთული იქნებოდა, მეოთხე და მეხუთე მალებს შორის მოხვედრილ მწველ მზერაზე უარესი არაფერია, რომელიც რაც უფრო მეტად ჰიპოთეტურია, მით უფრო გწვავს, ვინაიდან მისგან გათავისუფლება ბევრად რთულია, დამღალა უკვე ამან, ტვინი გამოვირეცხე.
აბანოში, როგორც წესი ყველაფერი იგივე, რეპერტუარი თუ იცვლება, თუმცა ისიც ძირითადად სამოცდაათიანი წლების ფსიქოდელიურ როკს მოიცავს ხოლმე. დღეს მიკროფონის როლს მწვანე ვაშლის საპონი ასრულებდა, რომლის პირთან მიტანა და ხელიდან გახსტომა ერთი იყო, უფრო სანტერესო იქნებოდა რომ ეს საპონი თვალში მომხვედროდა, მაგრამ არა, დაეცა და აბაზანის სლიპინა კედელზე ჩასრილდა, ძირიც გაიარა, მეორე კედელზე ასრიალდა, ჩამოსრიალდა, ისევ პირველზე და ასე სამჯერ. იმედგაცრუებული ვიყავი, მეტს ველოდი. დავიხარე საპონი ავიღე და თავისუფალ აჩქარებას ძალაც დავუმატე. რამდენიც არ უნდა მეცადა ხუთ ნახევარზე მეტ ასვლა ჩასვლასა თუ მოძრაობის ციკს, ვერ ავცდი, ნელ-ნელა ამ რიცხვმა იკლო, ვინაიდან საპონი ,,გაცვდა“ და სიმძიმე აღარ ყოფნიდა ინერციის შესანარჩუნებლად. კონცერტი დავასრულე. ტაში არმოჰყოლია, მაგრამ კმაყოფილი ვიყავი. გამშრალებისას დავფიქრდი: ნეტავ ასევე თამამად გავიმშრალებდი ტანს, ებრაელი ან მუსულმანი რომ ვყოფილიყავი?! ძალიან დამაინტერესა ამ თემამ. ჩემი ასოს სტრუქტურაზე დაკვირვებით, წინადაცვეთის სავარაუდო სურათი უკვე დასახული მქონდა გონებაში, მაგრამ ვერანაირად ვხვდებოდი თუ რატომ არ ჩასდიოდათ წყალი მონაჭრელ ადგილას, რატომ? რანაირად? როდესაც მივხვდი რომ ეს წმინდა მეცნიერული ინტერესი სხვა რამეში გადაიზარდა შევეშვი და სწრაფად ჩავიცვი.
ჩაი მოვიდუღე. მდუღარე წყალს, რა თქმა უნდა, მაშინვე ვერ დავლევდი და მოცდა მომიწევდა. ან ჩემთვის კარგად ნაცნობი გაციების მეთოდები უნდა გამომეყენებინა. ჩაი ერთი ჭიქიდან მეორეში გადამესხ-გადმომესხა რამოდენიმეჯერ, ისე რომ ბოლოს თავდაპირველ ჭიქაში მოქცეულიყო გაციებული სითხე, თუმცა ეს უკანასკნელი ჩემი გონებაგაფანტულობიდან გამომდინარე, ძალიან რთულად მეჩვენებოდა. იყო მეორე ვარიანტიც, კოვზით დამელია და ყველა ამოღებაზე სული შემებერა მისთვის, ეს ლოკალური გაციების ტექნიკა შედარებით ეფექტური იყო, მაგრამ დროში გაწელილი. დავფიქრდი და მივხვდი რომ შეიძლებოდა ამ ორი სისტემის გაერთიანება და უფრო ეფექტური მოდელის შექმნა, ამ შემთხვევაში, პირველ საწყისი ჭიქა ნამდვილად არ დამეკარგებოდა და თან სულის შებერვის ლოკალურ პრინციპს საყოველთაოდ ვაქცევდი, მოკლედ ცარიელ ჭიქად საკუთარი პირი ვიხმარე, ცხელი ჩაი ჩავიგუბე და სულის შებერვაც ვცადე.
ექიმმა მითხრა სერიოზული დამწვრობა იყო, წყალი ფილტვებშიც გადამსვლია და სუნთქვისასაც კი მეტკინებოდა, აღზნებული ქსოვილების დაწყნარების შემდეგ. სიმართლე გითხრათ, საავადმყოფოში წასვლა საერთოდ არ მინდოდა, ვერ ვიტან როდესაც სათვალის ზევიდან მიყურებენ, ამ დროს სული ისევე ვიწროვდება, როგორც თანამოსაუბრის თვალები, სათვალის მოხსნის შემდეგ, მაგრამ მომიწია, ვფიცავ მომიწია, თორემ არ წავიდოდი. კანის ექიმთან ჩამწერეს. მოსაცდელში არც ისე დიდი რიგი იყო, თუმცა ნახევარი საათი მაინც დავყოვნდი. თეთრი, მეტლახის იატაკზე, ვიღაცის ფეხსაცმელით შემოტანილი ტალახი ეგდო, სანიტრები თვალს არიდებდნენ მას. სამაგიეროდ ეს ტალახი დაახლოებით შვიდი-რვა წლის ბიჭმა შეამჩნია, რომელიც ჩემს წინ იყო რიგში. სახეზე ძალიან ბევრი ჩირქიანი, პატარა მუწუკი ჰქონდა გამოსული, მხოლოდ ერთი იყო დიდი, მარცხენა ყბის ძვლის კუთხეში, სადაც კანი ყველაზე თხელია, მეგონა ეს ამხელა ჩირქგროვა, პირდაპირ ძვალზე იყო გამოსული. ვუყურებდი როგორ ეკიდა ამ ბიჭს სიმძიმისგან თავდახრილი მუწუკი და ყველა მოძრაობაზე, როგორ ხტუნავდა. ერთი პერიოდი ირლანდიელად აღვიქვამდი ამ მუწუკს, მაგრამ ბოლოს მიხვდი რომ საერთაშორისო მნიშვნელობის, მანქანის საქარე შუშის ქვევით დასადები ქანქარა ძაღლის თავი იყო. ბიჭმა ტალახის მოზრდილი მასა როგორც კი შეამჩნია, დედას ხელიდან გაუხლტა და ზედ ხტუნვა დაიწყო. იატაკზე, უხეიროდ ამობურცული სველი მიწა ნელნელა იტკეპნებოდა, ბიჭი მხიარულად განაგრძობდა მასზე ხტუნვას და ვერც კი ამჩნევდა რომ გენიოსის ფეხები ჰქონდა, ტალახით ლამაზი სახე გამოისახა, შავი იყო მაგრამ ჩემთვის აშკარა იყო მისი სახის სისპეტაკე, სიკაშკაშე და ნათება. აღარ დაარტყას, აღარ დაარტყას, აღარ დაარტყა, ვუყვირე ბავშვს და ერთი ნახტომით ფეხში ვეცი, არ შეიძლებოდა ამის წაშლა, არ შეიძლებოდა ამის მილიმეტრით მაინც შეცვლა. დედამისი შეშინებული წამოხტა ველუროო თუ რაღაც ამის მსგავსი მომაძახა და ბავშვი მომაცილა, სახე ფრთხილად ავიღე, ჩემი სამედიცინო ისტორიიდან ერთი თაბახი გამოვაცურე, შიგნით გავახვიე და ჯიბეში ჩავიდე, არ შეიძლებოდა მისი დაკარგვა. ჩემდა სასიხარულოდ რიგი უფრო მალე მომიწია ვიდრე ველოდი. ექიმი მსინჯავდა და თან სათვალის ზევიდან გადმომხედავდა ხოლმე გამარჯვებულის მზერით, სწორედ ამის მეშინოდა, მისი ცხოვრება შარაგზაზე მიქრის, მას უფლება ჰქონდა ასე ეყურა ხალხისთვის, მაგრამ მაღიზიანებდა, მინდოდა წიხლი ჩამეცა შუბლში, ისე რომ ორივე თვალი ჩალურჯებოდა. ვერ შევძელი. გასინჯვის შემდეგ სათვალე მოიხსნა და გამოკითხვა დამიწყო, აინტერესებდა რა მიზნით დავლიე ცხელი ჩაი, პირველად ვქენი ეს თუ არა და ა.შ. ყველაფერი უინტერესო, ყველა სიტყვას ხელის მოძრაობას აყოლებდა, ცხვირსახოცით სახიდან და მელოტი თავიდან ოფლს იწმენდდა, ლამაზი საყურებელი იყო, თუ როგორ გადაისმევდა ხოლმე სარკესავით შუბლზე უკვე გალუმპულ ცხვირსახოცს. კომფორტის ზონა იმდენად ჰქონდა შემოტმასნული მსუქან ტანზე რომ ლამისაა ღილები დახეთქვოდა, მას არ შეეძლო გაეხადა ის, მისი გახდა და ცხოვრების თავდაყირა დადგომა ერთი იქნებოდა, ზუსტად ის ელოდა რაც სავსე სანაგვე ურნაზე ფეხის მირტყმის შემდეგ ხდება ხოლმე. არაფრის დიდებით არ გაიხდიდა ის ამას, სულ რომ ტყავი გაგეძრო. კედელი სხვადასხვა დიპლომებითა და სერთიფიკატებით აეჭრელებინა, აი სულ რაღაც ორი წლის წინ პრაღაში დასწრებია ორ დღიან სემინარს, ფეხის თითების სოკოვანი დაავადებების პრევენციის საკითხებზე, პრაღაში იყო და ფეხისთითების სოკოზე ისმენდა სემინარს, როგორ შეიძლებოდა მისგან განკურნება, ანდაც ქრონიკულიდან მართვადში გადაყვანა თუ რა ჯანდაბაცაა, რას გაუგებ ამათ. შეამჩნია რომ დიპლომს მივჩერებოდი, თავადაც შეხედა და მადიანად ჩაიცინა, არა ეს ნამდვილად არ იყო ისეთი სიცილი, როგორიც სოკოს გახსენბას მოაქვს, ნამდვილად სხვა რამ იმალებოდა ამის უკან, შეცბუნებულმა თვალი მოსკოვური სერთიფიტიკათისკენ გავაპარე, მაგრამ მისი სიცილი არ ამოდიოდა თავიდან, არ მახსოვს რას მეკითხებოდა ან რას ვპასუხობდი, მხოლოდ ის მედგა თვალწინ კონფერენციის შემდეგ, როგორ ჟიმავდა, ეს საზიზღარი, პატარა, სიფრიფანა, ჩეხ გოგოს. როგორი თვითმოწონებითა და გაბადრული სახით გადაუწევდა პაწუა ფეხებს და ღიპში ძლივს ნაპოვ პენისს როგორ შეუცურებდა ჯერ კიდევ ნორჩ, ჯერ კიდევ ღირსება შერჩენილ საშოში, როგორ აუწითლდებოდა ჩეხ გოგოს თეთრი ლოყები, როდესაც ოფლად გადაქცეული გროვა თვალებში შეხედვას მოინდომებდა და როგორ უცბად აკრეფდა ტანსაცმელს და სააბაზანოში გაიქცეოდა ოცდაათწამიანი აქტის შემდეგ, რომელიც მეტი ვერანაირად ვერ იქნებოდა. სააბაზანოში შევარდნილი, საშვილოსნო ამოჭრილი სხეულიდან, რჩეულ ქართულ სპერმას გამოიბანდა და ისე წავიდოდა ექიმს ზედაც არ შეხედავდა. ის კი ეგდებოდა ზურგზე და ჭერს აცქერებული იფიქრებდა რამ უფრო აღაგზნო ქალმა თუ თავმოწონებამ, ქალმა თუ იმაზე ფიქრმა როგორ მოუყვებოდა ამას კოლეგებს მივლინების შემდეგ რომ დაპატიჟებდა სახლში. მოუყვებოდა სულ სხვა ამბავს უფრო ისეთს, როგორიც წარმოედგინა სქესობრივი აქტი განხორციელებამდე, რომელზეც ალბათ წლებია ფიქრობდა და ოცნებობდა. მოუყვებოდა მათ ამას და თვალწინ მხოლოდ სასტუმროს გახუნებული ჭერი ედგმებოდა, მოუყვებოდა და თან ცალ თვალს იმ ოთახისკენ გააპარებდა სადაც ქალები იქნებოდნენ შეკრებილი, ვაიდა ჩემმა ცოლმე არ გამიგოსო. მოუყვებოდა და ნიშნის მოგებით გადახედავდა თავის თოთხმეტი წლის ვაჟს, რომელსაც სულ რამდენიმე თვეა აჩვევს უფროსებთან ერთად სუფრაზე ჯდომასა და ქართულ ტრადიციებს. ალბათ როდესაც წარმოიდგენდა მის ლოყებ აწითლებულსა და თავდახრილ ნაშიერს, იფიქრებდა რომ ის მისით ამაყობა, იფიქრებდა რომ ვაჟს მის ადგილზე ყოფნა ნამდვილად მოუნდებოდა, იმასაც წარმოიდგენდა, როგორ შესთავაზებდა ბავშვს, მისი შედარებით უფრო ახლო მეგობარი, ბოზებში წაყვანას, როგორ დაირხვენდა ბიჭი როდესაც თავად დაუკმაყოფილებელი ბიძიები მის დარცვენაზე სიცილს დააყრიდნენ. ამ ფიქრებში ჩაეძინებოდა ჩვენს ექიმს და გაღვიძებული უკვე იმ ორას დოლარზე დაიწყებდა ფიქრს, რომელიც შეიძლებოდა ახლაც შარვლის ჯიბეში დებოდა. ფსიქოლოგთან სეანსიც დამინიშნა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. შენს ასეთებს რომ ვკითხულობ ბეგბედერი და ბუკოვსკი მახსენდება მომეწონა, მომწონს ადამიანის ყოფა და ფიქრები შეულამაზებლად რომაა გადმოცემული. რამოდენიმე მომენტზე მაგრად გამეცინა (: შენს ასეთებს რომ ვკითხულობ ბეგბედერი და ბუკოვსკი მახსენდება მომეწონა, მომწონს ადამიანის ყოფა და ფიქრები შეულამაზებლად რომაა გადმოცემული. რამოდენიმე მომენტზე მაგრად გამეცინა (:
9. არასწორად გამგია მე საზიზღარს და დიდი ბოდიში მართლა.. უუხ, ზედმეტი წარმოდგენა მაქვს ცემს თავზე და მაგის ბრალია. ბოდიში კიდევ რთხელ. მიზარია რომ კითხულობთ და ამაზე კიდევ მადლობა.. მართლა ბოდიში. არასწორად გამგია მე საზიზღარს და დიდი ბოდიში მართლა.. უუხ, ზედმეტი წარმოდგენა მაქვს ცემს თავზე და მაგის ბრალია. ბოდიში კიდევ რთხელ. მიზარია რომ კითხულობთ და ამაზე კიდევ მადლობა.. მართლა ბოდიში.
8. ფროიდის მიმდევარი მე არა ვარ, ხშირად ვეკამათები და და ბოლომდე არ ვიზიარებ მის კონცეფციებს, ფროიდი ვახსენე მხოლოს შენი კომენტარის განმარტების გამო სადაც წერ"რომ გოგოს მცირე სიამოვნების განცდაც კი არ სურდა... და ა. შ. "აქ კი ფროიდის ფსიქოანალიზს უნდა დავეთახმოდ. ქალი და კაცი შუაში-მეთქი არ ვამბობ, შუაშია ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია კაცისა და ქალის.
"ხოლო ფროიდს რაც შეგიძლია ყველაზე ნაკლებად მიაწერო ქალის ფსიქოანალიზი" ეს არ არის მართებული აზრი, რადგან ფსიქოანალიზი ფროიდის თეორიაა და არა პენისის ან საშვილოსნოს აღწერა. ეს ფართო თემაა და მე არ ვარ კომპენტენტური პიროვნება ამ თემაში. ცვაიგი ვახსენე იმიტომ რომ საუცხოოდ ფლობს ქალის ფსიქოლოგიას. რაც შეეხება განათლება-გაუნათობას მე არასოდეს მაქვს ვინმეს მიმართ ასეთი მიდგომა და გთხოვ აღარ გაიმეორო. ყველა თქვენი ნაწარმოები მაქვს წაკითხული,მაგრამ დროის სიმცირის გამო, კომენტარები მიგვიანდება. იყავით გულწრფელი, გჯეროდეთ საკუთარი რეწმენის, წერეთ როგორც გსურთ. მნიშვნელოვან წარმატებს მიაღწევთ.
ფროიდის მიმდევარი მე არა ვარ, ხშირად ვეკამათები და და ბოლომდე არ ვიზიარებ მის კონცეფციებს, ფროიდი ვახსენე მხოლოს შენი კომენტარის განმარტების გამო სადაც წერ"რომ გოგოს მცირე სიამოვნების განცდაც კი არ სურდა... და ა. შ. "აქ კი ფროიდის ფსიქოანალიზს უნდა დავეთახმოდ. ქალი და კაცი შუაში-მეთქი არ ვამბობ, შუაშია ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია კაცისა და ქალის.
"ხოლო ფროიდს რაც შეგიძლია ყველაზე ნაკლებად მიაწერო ქალის ფსიქოანალიზი" ეს არ არის მართებული აზრი, რადგან ფსიქოანალიზი ფროიდის თეორიაა და არა პენისის ან საშვილოსნოს აღწერა. ეს ფართო თემაა და მე არ ვარ კომპენტენტური პიროვნება ამ თემაში. ცვაიგი ვახსენე იმიტომ რომ საუცხოოდ ფლობს ქალის ფსიქოლოგიას. რაც შეეხება განათლება-გაუნათობას მე არასოდეს მაქვს ვინმეს მიმართ ასეთი მიდგომა და გთხოვ აღარ გაიმეორო. ყველა თქვენი ნაწარმოები მაქვს წაკითხული,მაგრამ დროის სიმცირის გამო, კომენტარები მიგვიანდება. იყავით გულწრფელი, გჯეროდეთ საკუთარი რეწმენის, წერეთ როგორც გსურთ. მნიშვნელოვან წარმატებს მიაღწევთ.
7. მუხა, ქალი და კაცი არაფერ შუაშია აქ, ადამიანზეა საუბარი და ამ ადამიანურობის კიდურეს გამოვლინებაზე. ხომ შეიძლებოდა მომხდარიყო თუნდაც ერთი ისეთი შემთხვევა როგორც ზემოთ ავღწერე? მე მგონია კი, და თუნდაც არა ადამიანთან გვაქვს საქმე და ვერაფერს გაიგებ ნებისმიერ წამს სეიძლება მოხდე, თუმცა მე უფრო უკვე მოხდენის ვერსიას ვემხრობი. ხოდა თუ უკვე მომხდარა ერთი მაინც ან ასებობს შანსი იმისა ომ მომავალში მოხდეს, მე წერად მიღირს ამაზე. რაც შეეხება ცვაიგს საკმაოდ ბევრ ნაწარმოებს ვიცნობ მისას და ჩემს ახლანდელ სულიერ მდგომარეობასთან ძალიან შორსაა/ ხოლო ფროიდს რაც შეგიძლია ყველაზე ნაკლებად მიაწერო ქალის ფსიქოანალიზია, ალბათ მოგეხსენებათ რომ მისი ნაწარმოებიბესა და ნარკვევების უმეტესობა მამაკაცებზეა შექმნილი და ქალებზე მხოლოდ მწირად.. ოღონდ ის არ მითხრად ფროიდს რომ აქვს დაწერილი გენდერული იდენტობის საკითხზე როდესაც თურმე გოგოები უპენისობას განიცდიან და ამიტომ შურთ ძმების რადგან მათ აქვთ ის და იზადავენ მამები იგივე მიზეზით, ფროიდს კი არა ღმერთს რომ დაეწერა (ალბათ არ დაწერდა ეს უკანასკნელი) ჩემთვის ერთი იქნებოდა და ერთნაირად შორს ჩემგან და სულ არ მადარდებს რამდენადაა სწორი და რამდენად არა.. მე კი გირჩევთ ჩოდოროუ აწაიკითხოთ რომელიც დიდწილად ეთანხმება ფროიდს მაგრამ ჩემი აზრით უკეთესად აქვს გაშლილი საკითხი და მარტო პენისზე არ დაყავს მსჯელობა. (ვიცი რომ ეს უხხეში და ზედაპირული ნათქვამია, ალბათ მიმიხვდებით რას ვგულისხმობდი ამაში).. და აი სიმბოლოებს რაც შეეხება, რას ქვია მნიშვნელობა უნდა ვიცოდე, ვერ მივხვდი? რაიმე რუკაა რომ თუ გზამკვლევი რომელი სიმბოლო რად უნდა გამოვიყენო?? მე ამ პიროვნების სიმბოლურ ქცევაში რაც საშვილოსნოს ამოჭრით გამოიხატა, იმის თქმა მსურდა რაც ქვემოთაც განვარტე და არამარტო, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე... თუ გაეცნობით ევკლიდური გეომეტრიის რამოდენიმე შემდგომ განმარტებას, ზუსტად არ მახსოვს, ერთ -ერთ წიგნში ეწერა დაახსლობით ასე: შენ შეიძლება ილაპარაკო საგანზე ისე რომ ერთხელაც არ ახსენო თავად ისო, მთავარია შენს მიერ მოგონილ ,,შედარების ჯაჭვსა" და რეალობის ჯაჭვს შორის გადასვლებში და გამომდინარეობებში კავსირები არ დაირღვესო. ხოდა თუ მეტყვით სად დავარღვიე კავშირი ამ სიმბოლური სსაქციელით რომელიც პერსონაჟს ჩავადენინე თუ მივაწერე, რეალურთან კავშირი დარღვეულია მივიღებ თქვენს შენიშნას.. ანდაც იმას თუ მეტყვით რაც ზემოთ ვთქვი, თურატომ არ შეიძლება ერთ ქალს მაინც ექნა ეგ... არ ვიცი თქვენ რა განწყობით დაწერეთ კომენტარი რადგან უშუალო კონტაქტის გარეშე, ანუ მონაწერით, ადამიანების განწყობის ამოცნობა მიჭირს, მაგრამ მე რა განწყობაც დავინახე ისე გიპასუხებთ და თუ შეცდომით, წინასწარ ბოდიში. მე თქვენს კომენტარში მოკლედ რომ ვთქვა დავინახე ის რომ თქვენ კულტურულად მითხარით რომ, მაგარი გაუნათლებელი ვარ, ასე არაფერი არ გამომივა თუ რამე არ ვისწავლე და მაინც გამამხნევეთ იმით რომ ჩემს ასაკსი ეს თურმე მთლად ტრაგედია არ ყოფილა და ფარხმალი არ უნდა დავყარო... არ დავბოღმილვარ მართლა და პირიქით სულ იმ იმედით შემოვდივარ ხოლმე რომ ახალი კომენტარი დამხვდება აქ, თუ გინდათ შემიძლია ვიზუალური სტატესტიკითაც კი დაგიმტკიცოთ რომ ყველაზე ხშირად ამ საიტზე შემოვდივარ, უბრალოდ თუ გინდათ ხოლმე რომ მითხრათ რომ გაუნათლებელი ვარ, დებილი და წერა არ გამომდის ჯობია პირდაპირ ქნათ, (კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მე როგორც გავიგე ისე გპასუხობთ,) (პ.ს. ისე გინდ მითხრათ ეგ არ მიგულისხმიაო მაინც არ დამეჯერება და ამაზეც ბოდიშს გიხდით) მართლა მადლობა რომ დრო დაუთმეთ ამას და წაიკითეთ და ძალიან გამოხარდება სხვა ნაწერებზეც თუ შემეხმიანებით ხოლმე... მუხა, ქალი და კაცი არაფერ შუაშია აქ, ადამიანზეა საუბარი და ამ ადამიანურობის კიდურეს გამოვლინებაზე. ხომ შეიძლებოდა მომხდარიყო თუნდაც ერთი ისეთი შემთხვევა როგორც ზემოთ ავღწერე? მე მგონია კი, და თუნდაც არა ადამიანთან გვაქვს საქმე და ვერაფერს გაიგებ ნებისმიერ წამს სეიძლება მოხდე, თუმცა მე უფრო უკვე მოხდენის ვერსიას ვემხრობი. ხოდა თუ უკვე მომხდარა ერთი მაინც ან ასებობს შანსი იმისა ომ მომავალში მოხდეს, მე წერად მიღირს ამაზე. რაც შეეხება ცვაიგს საკმაოდ ბევრ ნაწარმოებს ვიცნობ მისას და ჩემს ახლანდელ სულიერ მდგომარეობასთან ძალიან შორსაა/ ხოლო ფროიდს რაც შეგიძლია ყველაზე ნაკლებად მიაწერო ქალის ფსიქოანალიზია, ალბათ მოგეხსენებათ რომ მისი ნაწარმოებიბესა და ნარკვევების უმეტესობა მამაკაცებზეა შექმნილი და ქალებზე მხოლოდ მწირად.. ოღონდ ის არ მითხრად ფროიდს რომ აქვს დაწერილი გენდერული იდენტობის საკითხზე როდესაც თურმე გოგოები უპენისობას განიცდიან და ამიტომ შურთ ძმების რადგან მათ აქვთ ის და იზადავენ მამები იგივე მიზეზით, ფროიდს კი არა ღმერთს რომ დაეწერა (ალბათ არ დაწერდა ეს უკანასკნელი) ჩემთვის ერთი იქნებოდა და ერთნაირად შორს ჩემგან და სულ არ მადარდებს რამდენადაა სწორი და რამდენად არა.. მე კი გირჩევთ ჩოდოროუ აწაიკითხოთ რომელიც დიდწილად ეთანხმება ფროიდს მაგრამ ჩემი აზრით უკეთესად აქვს გაშლილი საკითხი და მარტო პენისზე არ დაყავს მსჯელობა. (ვიცი რომ ეს უხხეში და ზედაპირული ნათქვამია, ალბათ მიმიხვდებით რას ვგულისხმობდი ამაში).. და აი სიმბოლოებს რაც შეეხება, რას ქვია მნიშვნელობა უნდა ვიცოდე, ვერ მივხვდი? რაიმე რუკაა რომ თუ გზამკვლევი რომელი სიმბოლო რად უნდა გამოვიყენო?? მე ამ პიროვნების სიმბოლურ ქცევაში რაც საშვილოსნოს ამოჭრით გამოიხატა, იმის თქმა მსურდა რაც ქვემოთაც განვარტე და არამარტო, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე... თუ გაეცნობით ევკლიდური გეომეტრიის რამოდენიმე შემდგომ განმარტებას, ზუსტად არ მახსოვს, ერთ -ერთ წიგნში ეწერა დაახსლობით ასე: შენ შეიძლება ილაპარაკო საგანზე ისე რომ ერთხელაც არ ახსენო თავად ისო, მთავარია შენს მიერ მოგონილ ,,შედარების ჯაჭვსა" და რეალობის ჯაჭვს შორის გადასვლებში და გამომდინარეობებში კავსირები არ დაირღვესო. ხოდა თუ მეტყვით სად დავარღვიე კავშირი ამ სიმბოლური სსაქციელით რომელიც პერსონაჟს ჩავადენინე თუ მივაწერე, რეალურთან კავშირი დარღვეულია მივიღებ თქვენს შენიშნას.. ანდაც იმას თუ მეტყვით რაც ზემოთ ვთქვი, თურატომ არ შეიძლება ერთ ქალს მაინც ექნა ეგ... არ ვიცი თქვენ რა განწყობით დაწერეთ კომენტარი რადგან უშუალო კონტაქტის გარეშე, ანუ მონაწერით, ადამიანების განწყობის ამოცნობა მიჭირს, მაგრამ მე რა განწყობაც დავინახე ისე გიპასუხებთ და თუ შეცდომით, წინასწარ ბოდიში. მე თქვენს კომენტარში მოკლედ რომ ვთქვა დავინახე ის რომ თქვენ კულტურულად მითხარით რომ, მაგარი გაუნათლებელი ვარ, ასე არაფერი არ გამომივა თუ რამე არ ვისწავლე და მაინც გამამხნევეთ იმით რომ ჩემს ასაკსი ეს თურმე მთლად ტრაგედია არ ყოფილა და ფარხმალი არ უნდა დავყარო... არ დავბოღმილვარ მართლა და პირიქით სულ იმ იმედით შემოვდივარ ხოლმე რომ ახალი კომენტარი დამხვდება აქ, თუ გინდათ შემიძლია ვიზუალური სტატესტიკითაც კი დაგიმტკიცოთ რომ ყველაზე ხშირად ამ საიტზე შემოვდივარ, უბრალოდ თუ გინდათ ხოლმე რომ მითხრათ რომ გაუნათლებელი ვარ, დებილი და წერა არ გამომდის ჯობია პირდაპირ ქნათ, (კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მე როგორც გავიგე ისე გპასუხობთ,) (პ.ს. ისე გინდ მითხრათ ეგ არ მიგულისხმიაო მაინც არ დამეჯერება და ამაზეც ბოდიშს გიხდით) მართლა მადლობა რომ დრო დაუთმეთ ამას და წაიკითეთ და ძალიან გამოხარდება სხვა ნაწერებზეც თუ შემეხმიანებით ხოლმე...
6. 4 კომენტარს. ქალის ფსიქოანალიზის ცოდნა არაა აუცილებელი ადრეულ ასაკში, თუმცა თუ მწერლობას აპირებთ სიმბოლოების მნიშვნელობა უკეთ უნდა იცოდეთ, წაიკითხეთ ცვაიგი, ფროიდი და ათასი რამე.მიაგნებთ გასაღებს. გისურვებთ წარმატებებს. 4 კომენტარს. ქალის ფსიქოანალიზის ცოდნა არაა აუცილებელი ადრეულ ასაკში, თუმცა თუ მწერლობას აპირებთ სიმბოლოების მნიშვნელობა უკეთ უნდა იცოდეთ, წაიკითხეთ ცვაიგი, ფროიდი და ათასი რამე.მიაგნებთ გასაღებს. გისურვებთ წარმატებებს.
5. ხო ისე ფაქტობრივ შეცდომადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუ რეალობაში გადმოვიტანთ, მადლობა რომ წაიკითხეთ... ხოო იმედია დაწყვილდება ცალი ნასკი :)) ხო ისე ფაქტობრივ შეცდომადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუ რეალობაში გადმოვიტანთ, მადლობა რომ წაიკითხეთ... ხოო იმედია დაწყვილდება ცალი ნასკი :))
4. ჰარირამა, საშვილოსნოს ამოჭრა სიმბოლურია და იმის მანიშნებელია რომ გოგოს მცირე სიამოვნების განცდაც კი არ სურდა ამ საქმიანობიდან და, რა თქმა უნდა, სიამოვნების მიღება მისთვის გულისამრევი იქნებოდა, ხოდა შედეგიც... ჰარირამა, საშვილოსნოს ამოჭრა სიმბოლურია და იმის მანიშნებელია რომ გოგოს მცირე სიამოვნების განცდაც კი არ სურდა ამ საქმიანობიდან და, რა თქმა უნდა, სიამოვნების მიღება მისთვის გულისამრევი იქნებოდა, ხოდა შედეგიც...
3. ჯონათან, მადლობა რომ წაიკითხე, მეტისმეტი ალბათ ყოველთვის ცუდია, არ ვიცი როგორ მივიღო თქვენი კომენტარი, მე პირადად გამიხარდა თქვენი სიტყვები, თქვენ როგორ დაწერეთ ეგ ვერ მვხვდი, :)) მადლობა რომ წაიკითხეთ ჯონათან, მადლობა რომ წაიკითხე, მეტისმეტი ალბათ ყოველთვის ცუდია, არ ვიცი როგორ მივიღო თქვენი კომენტარი, მე პირადად გამიხარდა თქვენი სიტყვები, თქვენ როგორ დაწერეთ ეგ ვერ მვხვდი, :)) მადლობა რომ წაიკითხეთ
2. საშვილოსნო რატომ უნდა ჰქონოდა ამოჭრილი??? კატა ხომ არ იყო, სტერილიზაციის ეგეტი მეთოდისტვის მიემართა? თუმცა მე მგონი კატასაც საკვერცხეებს აჭრიან. ვნახოტ იმედია მარცხენა ნასკამდეც მივა საქმე. საშვილოსნო რატომ უნდა ჰქონოდა ამოჭრილი??? კატა ხომ არ იყო, სტერილიზაციის ეგეტი მეთოდისტვის მიემართა? თუმცა მე მგონი კატასაც საკვერცხეებს აჭრიან. ვნახოტ იმედია მარცხენა ნასკამდეც მივა საქმე.
1. მეტისმეტად ნატურალისტური ნაწერია :)
მეტისმეტად ნატურალისტური ნაწერია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|