| ავტორი: ბელა-ჩელა ჟანრი: პოეზია 10 თებერვალი, 2009 |
არ ვიცი, რატომ... მაგრამ ყველაფერს აზის ტკივილის რუხი ბეჭედი, გადაავიწყდა ზეცას ღიმილი და ცა უჭირავს ღრუბელს ბეჭებით. უცებ სულიდან დაიქცა წვიმა და აერიათ გზები იმედებს, გული ჩაჩუმდა და მოიწყინა, მზე ერთ სხივსაც რომ ვეღარ იმეტებს... სამყარო თითქოს ამოტრიალდა, კომპასი უგზო-უკვლოდ ტრიალებს, სიკეთე დაგვრჩა გაღმა ნაპირთან,( რა ეშველებათ ადამიანებს?!) ჩვენი სიცოცხლე ისე გარუხდა, რომ ძალა ხდება თავი და ბოლო, ვიცინით, ვტირით, ვლაღობთ თუ ვწუხვართ - მასკარადია მხოლოდდამხოლოდ! ...და რწმენის კოდი- ტოტი იისა, სულში სურნელად მიმოფრქვეული, ხსნა - მხოლოდ თქვენი მაღალი მზერა, სახარება... და ლექსთა რვეული. ასე მგონია, გაწყალდა სისხლი, ზნეკეთილი და ლამაზი ერის, ბანის გუგუნით ზეცას სწვდებოდა და დღეს უმწეო კრინით რომ მღერის. ძილშიც, ღვიძილშიც მტკივა სამშობლო, რადგან ბოროტი ძალუმარესობს, რა გვეშველება, იქნებ გვიბრძანოთ- უ წ მ ი დ ე ს ო და უ ნ ე ტ ა რ ე ს ო ! განცდით დაღლილი გონება როცა (იშვიათწილად) მიმოიფხიზლებს, თვალებში მრჩება ცრემლთა არილი და უსაშველოდ ცისფერი სივრცე. მერე...ხმა..თბილი, სულშიჩამწვდომი, მიღმა ქვეყნიდან აქეთ მხმობელი, ყველა დარდის და ყველა ტკივილის უსათუთესად განმაბრძნობელი. სიკეთით სავსე ბგერა და მზერა ანგელოსივით სულში ალერსობს, თქვენ ჩვენდა სასოდ! ჩვენ თქვენდა ლოცვად! - უწმიდესო და უნეტარესო! მოდიხართ ჩვენთან, ცოდვილ შვილებთან,(შურს, გესლს და ბოღმას რომ ვერ ვიოკებთ), გვბანთ ჭრილობებს და თრგუნავთ ქიმერას, მზის მალამოს სცხებთ სულის ღიობებს... გვპატიობთ ყველა ვნებას და წყენას, გრიგალებს - სულში რომ დათარეშობს, დიდება მაღლა!... დაბლა-კი თქვენა! უწმიდესო და უნეტარესო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. უძლიერესი ენერგეტიკული სიმფონია... უძლიერესი ენერგეტიკული სიმფონია...
23. გაიხარეთ ამ საოცრად ლამაზი ლექსისთვის! ჩემი ყველაზე დიდი აღფრთოვანება თქვენ!!!
გაიხარეთ ამ საოცრად ლამაზი ლექსისთვის! ჩემი ყველაზე დიდი აღფრთოვანება თქვენ!!!
22. ძალიან მიყვარს ეს ლექსი.......მშვენიერია....... ძალიან მიყვარს ეს ლექსი.......მშვენიერია.......
21. ძილშიც, ღვიძილშიც მტკივა სამშობლო, რადგან ბოროტი ძალუმარესობს, რა გვეშველება, იქნებ გვიბრძანოთ- უ წ მ ი დ ე ს ო და უ ნ ე ტ ა რ ე ს ო !
მართლაც!..
ძილშიც, ღვიძილშიც მტკივა სამშობლო, რადგან ბოროტი ძალუმარესობს, რა გვეშველება, იქნებ გვიბრძანოთ- უ წ მ ი დ ე ს ო და უ ნ ე ტ ა რ ე ს ო !
მართლაც!..
19. ულამაზესი და უმშვენიერესი სულის ადამიანს ულამაზესი და უმშვენიერესი ლექსები გაქვთ :) ულამაზესი და უმშვენიერესი სულის ადამიანს ულამაზესი და უმშვენიერესი ლექსები გაქვთ :)
18. სამყარო თითქოს ამოტრიალდა, კომპასი უგზო-უკვლოდ ტრიალებს, სიკეთე დაგვრჩა გაღმა ნაპირთან,( რა ეშველებათ ადამიანებს?!) ჩვენი სიცოცხლე ისე გარუხდა, რომ ძალა ხდება თავი და ბოლო, ვიცინით, ვტირით, ვლაღობთ თუ ვწუხვართ - მასკარადია მხოლოდდამხოლოდ! ...და რწმენის კოდი- ტოტი იისა, სულში სურნელად მიმოფრქვეული, ხსნა - მხოლოდ თქვენი მაღალი მზერა, სახარება... და ლექსთა რვეული.
ჰო,ბელა,ხსნა და რწმენის ტოტი ყოველთვის არის...მოინდომოს ადამიანმა მხოლოდ...
მზის მალამო.... :) სამყარო თითქოს ამოტრიალდა, კომპასი უგზო-უკვლოდ ტრიალებს, სიკეთე დაგვრჩა გაღმა ნაპირთან,( რა ეშველებათ ადამიანებს?!) ჩვენი სიცოცხლე ისე გარუხდა, რომ ძალა ხდება თავი და ბოლო, ვიცინით, ვტირით, ვლაღობთ თუ ვწუხვართ - მასკარადია მხოლოდდამხოლოდ! ...და რწმენის კოდი- ტოტი იისა, სულში სურნელად მიმოფრქვეული, ხსნა - მხოლოდ თქვენი მაღალი მზერა, სახარება... და ლექსთა რვეული.
ჰო,ბელა,ხსნა და რწმენის ტოტი ყოველთვის არის...მოინდომოს ადამიანმა მხოლოდ...
მზის მალამო.... :)
17. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსი,ამ ლექსს არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი,უბრალოდ თუ ვინმეს გეუცხოათ ჩემგან ამ ლექსის ქება-დიდება,ერთხელაც თქვენც გაგიღიმებთ ბედი და ”ლაივში” ავტორისგან წაკითხულით დატკბებით..მერე უკვე მგონია თქვენ გადაამეტებთ შეფასებით! :) ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსი,ამ ლექსს არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი,უბრალოდ თუ ვინმეს გეუცხოათ ჩემგან ამ ლექსის ქება-დიდება,ერთხელაც თქვენც გაგიღიმებთ ბედი და ”ლაივში” ავტორისგან წაკითხულით დატკბებით..მერე უკვე მგონია თქვენ გადაამეტებთ შეფასებით! :)
16. ეს ლექსი ძალიან მომწონს
ეს ლექსი ძალიან მომწონს
14. გმადლობთ, ძვირფასებო! მადლობა ჩემს მეგობარ პოეტებს, ვინც ამ საიტზე დამარეგისტრირეს და ასე ლამაზ,სულნათელა სამყაროში ,,შემომიტყუეს".დროული წამალი იყო ჩემი დეპრესიისათვის. გმადლობთ, ძვირფასებო! მადლობა ჩემს მეგობარ პოეტებს, ვინც ამ საიტზე დამარეგისტრირეს და ასე ლამაზ,სულნათელა სამყაროში ,,შემომიტყუეს".დროული წამალი იყო ჩემი დეპრესიისათვის.
13. ყოჩაღ, ძალიან კარგია! :)5 ყოჩაღ, ძალიან კარგია! :)5
12. არაჩვეულებრივი პოეტი! არაჩვეულებრივი პოეტი!
11. უფალი გფარავდეს თბილო! უფალი გფარავდეს თბილო!
10. აი ლექსი... ღვთის შუქიანი...5 აი ლექსი... ღვთის შუქიანი...5
9. გენაცვალეთ ბელა. 5 გენაცვალეთ ბელა. 5
8. :)კაი გავჩუემდები :)კაი გავჩუემდები
7. გულიანი ლექსია. გაგახაროს უფალმა! გულიანი ლექსია. გაგახაროს უფალმა!
6. და დაბლა თქვენა! - უ წ მ ი დ ე ს ო და უ ნ ე ტ ა რ ე ს ო !
:))) და დაბლა თქვენა! - უ წ მ ი დ ე ს ო და უ ნ ე ტ ა რ ე ს ო !
:)))
5. მომენატრა.. მომენატრა..
4. ყოჩაღ!!!
დიდება მაღლა!... და დაბლა თქვენა! - უ წ მ ი დ ე ს ო და უ ნ ე ტ ა რ ე ს ო !
ვილოცოთ მისთვის!!! 5 ყოჩაღ!!!
დიდება მაღლა!... და დაბლა თქვენა! - უ წ მ ი დ ე ს ო და უ ნ ე ტ ა რ ე ს ო !
ვილოცოთ მისთვის!!! 5
3. უბრწყინვალესი ლექსია: დახვეწილი, სათნო და სიკეთის განმათოველი... უნდა უსალბუნოს ჩვენს დაღლილ სულებს ათასგვარი უკეთურებით. მარჯი შენს მარჯვენას, პოეტო! უბრწყინვალესი ლექსია: დახვეწილი, სათნო და სიკეთის განმათოველი... უნდა უსალბუნოს ჩვენს დაღლილ სულებს ათასგვარი უკეთურებით. მარჯი შენს მარჯვენას, პოეტო!
2. გაიხარეთ :) გაიხარეთ :)
1. ჩემგან დიიდი მოწონება და მაქს ქულა :) ჩემგან დიიდი მოწონება და მაქს ქულა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|