ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2019


შემოდგომის პირია...
სხვა რა გზაა მომიწევს
შევეჩვიო წვიმიანს,
ვიდრე მარტი მომისწრებს...
გუშინ შენზე ვღელავდი,
განა დღეს კი შევწყვიტე,
დღეს უბრალოდ ყველაფრით...
ყველაფრით შეგეხიზნე.
შენი სუნი... განახა
ისევ როგორ მახელებს,
თურმე თითებს გადარჩა
თითებს, ვნებით ნაფერებს.
ჰო, თითების წყურვილი
ახლაც ისე სველია,
ვატყობ ყველა სურვილი
უკლებლად შერჩენია...
.......................
ნეტავ შენთან რა ხდება,
წვიმებს როგორ ეწყობი?..
-"ყველა ნისლი გაქრება,"
ალბათ ასე მეტყოდი...
თუკი ისევ გკითხავდი:
როგორ გამოიდარებს?
შენ ცოტა "გამკიცხავდი"
მოთმინება ისწავლე
და ჩვეული ლექსიკით,
თვითონაც მოუსვენრად
დაქარგავდი ბესიკის
გზნებით, სულმოუთქმელად!
.....................
შემოდგომის პირია,
შემოდგომის ნისლები,
შევერევი წვიმიანს
და კვლავაც შევიშლები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები