მიდიხარ ტროტუარზე და ტვინში გეღვენთება ბახუსითა და ლამპიონების შუქით შეზავებული კოქტეილი. წინდაწინ წარმოიდგენ შვებას, დაწოლა რომ მოგიტანს, შენს დედამიწაზე დიდ საწოლში. ხალხი სახლშია. არანაირი დაბრკოლება გზაზე. მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ გეღობება ჭიშკრისკენ შემოწეული ავტომანქანები. და როცა შენს კვარტალში შეუხვევ, როცა სულ რამდენიმე ჭიშკარია შენს სახლამდე, როცა ყველაფერი ძალიან ახლოა ძილისპირული სურათისთვის -
სასთუმალთან დადებული ჭიქა წყალი, სანთებელა, სიგარეტის კოლოფი, საფერფლე, საწოლი, საწოლზე შენი მოკუნტული სხეული შენივე ფორმის საბანში და შენი ოთახივით ბნელი თმა ბალიშთან
დახუჭე თვალი, გააგრძელე მოძრაობა და გაახილე მაშინ, როცა იფიქრებ რომ სახლის ჭიშკართან ხარ. შენელდება დრო და შენელდები შენც. მიხვდები- ჯერ ათიოდე მეტრიც არ გაგივლია და უკვე ძილში ჩაშვების სურვილი არ არის ისეთი ძლიერი როგორც სურვილი, წყურვილი თვალების გახელის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. პროზასაც? :დ პროზასაც? :დ
1. მირიან,მახსოვს უკეთ წერდი!
2! მირიან,მახსოვს უკეთ წერდი!
2!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|