მარტოობაში გატარებული დღეები სულს ნაფლეთებად აქცევს...
გიძღვნი შენ! თუ მხედავ,თუ მისმენ,გრძნობ და ვერაფერს შველი შენს მარტოობას , გჯეროდეს! მე შენს სულის ტკივილს ვიზიარებ. გიძღვნი შენ! საუკეთესოს , დამარცხებულ ადამიანს მაგრამ ჩემს ანგელოზს... ბიძი მე დღემდე ვერ მოვიშუშე შენი წასვლით მოყენებული დარდები.
გთხოვ მაპატიე! თებერვლის 5 იყო შენი ლამაზი სახე მიწამ რო მიიბარა. სიცივეში გაგაცილე... შავ სუდარაში გაგახვიე... გთხოვ მაპატიე! მაპატიე ცივი ქარი რომ გამოგაყოლე და თოვლით დანამული შენი ხელები სამარადისო ტკივილისგან ვერ ვიხსენი. მაპატიე... შენი ორად გაყოფილი გული ვერ გავამთელე და ნაწამები , ტკივილისგან დაღლილი სხეული მიწას ამოვაფარე. მაპატიე რომ ჭრილობები ვერ გაგიმთელე, მაპატიე რომ ასე პატარა დიდი ოცნებებით და შეუპოვარო სულით სიკვდილის ანგელოზს მიგაბარე. ისიც მაპატიე რომ შენს გარდაცვალებას შევეგუე. მაპატიე რომ მე დღეს ვცოცხლობ... მაგრამ... ჩემო დაკარგულო სულო ვერასდროს გაპატიებ... ვერასდროს გაპატიებ რომ შენი ერთადერთი დასაფიცარი ამ ქვეყნად დამტოვე და წახვედი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|