ეშმაკიც კი ოდესღაც ანგელოზი იყო... მხოლოდ ამ სიტყვებით თუ გავამართლებ ჩემს უთავბოლო ცხოვრებას , რომელიც დასასრულისკენ მიექანება. ყველაფერი სევდიანია ჩემი ოცნებების გარდა . არასდროს მიფიქრია აღსარების ჩაბარებაზე, არც იმაზე შვებას ვიგრძნობდი თუ არა. მეშინოდა, მცხვენოდა , მიმძიმდა ჩემი ცოდვების სხვისთვის თავზე მოხვევა და ახლა ... ახლა როდესაც სხვა გზა აღარ მაქვს და გული ტკივილით მაქვს სავსე ვცდილობ დაგიწეროთ ის სიტყვები რომლებსაც ვერასდროს ვაღიარებდი.და მაინც რისთვის ევნო უფალი ? რისთვის მოკვდა და რისთვის აღდგა? თუ ჩემს ცოდვებს ვერ ვერევი,ჩემს გააზრებულ ცოდვებს და მაინც მივილტვი მარტოობისკენ,დეპრესიული დღეებისკენ,უსუსურობისკენ ? ვითომ ღირსი ვარ ვახსენო ჩემი დამპალი პირით უფალი? ყოველ ნაბიჯზე და ყოველ გასაჭირის ჟამს უფალს ვუხმობ ისიც მოდის ჩემთან სიმშვიდით,გულს სიყვარულით მივსებს , მაგრამ მე იმდენად ამპარტავანი ვარ ,იმდენად საშინელი ,უტიფარი რომ მაინც ვცოდავ ... ყოველ დღე,ყოველი გამონათების შემდეგ მაინც ტალახში ვვარდები და ბოლოს იმდენად ვთავხედდები ვადანაშაულებ ჩემი ცოდვებისთვის. მიუხედავად ამისა ის მაინც მაძლიერებს,რწმენა მაძლებინებს რომ ყოველი ცუდი საქმე მამზადებს ,მცდის და მაძლიერებს.წამოდგომისას ვხვდები თუ როგორი ძლიერი ვარ ... და აი ზუსტად ამან დამაკარგინა ყველაფერი ... ძლიერი მხოლოდ ის ადამიანია ვინც უფლის მადლიერია,ვინც ყოველ წარმატებას ღმერთს უკავშირებს ,ის ვისაც მადლიერების გრძნობა აქვს ... მე კი იმ დღისით როდესაც ცხოვრება ფერადი მეჩვენა,როდესაც სული დამიმშვიდდა და ხორციელ ზეიმს ვეწიე ყველაზე მთავარი უ ფ ა ლ ი დ ა მ ა ვ ი წ ყ დ ა ... დამავიწყდა ის დღეები რომლებიც გადამატანინა, ჩემს თვალზე მწარედ დაგორებული ცრემლები დავიწყებას მიეცა და მეც განდიდებას მივეცი . ჩემს სულში ერთ დროს ბოროტება და სიკეთე ერთად იზრდებოდნენ . ნახევარ მხარეს ღმერთი მსახლობდა მეორე ნახევარს კი ეშმაკი იკავებდა . უფალმა გზა გამინათა , სული ყვავილებით შემიმკო და რწმენა დამიბრუნა,წალეკა ყველაფერი ცუდი ჩემიდან... სიკვდილს გამომგლიჯა ხელიდან ,დავარდნილი წამომაყენა,ჭუჭყიანი ფეხსაცმელები გამხადა,ტალახს მომაშორა მე კი განდიდების მანტია შემოვიცვი , დავივიწყე მისი სახელი და შემდგომ ფეხ ქვეშ გამომეცალა სამყარო... უ ფ ა ლ მ ა დ ა მ ტ ო ვ ა ... მამაო! განა ღირსი ვარ შენდობის?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არ გამომრჩენია და ავღნიშნე ესეც კომენტარში ... დეპრესიაში ჩავარდნა არ ნიშნავს ლტოლვას ანუ ჩავარდნა და ლტოლვა სხვადასხვა ფუნქციებია. როდესაც რამესადმი მიილტვი ხიბლში ხარ და როცა დეპრესიას ვგულოსხმობთ და მასში შესვლას ეს უკვე მძაფრსიუჟეტიანი შეგრძნებაა.არასასურველი ვიათარებებით და განვმეორდები რომ
ვისაც აღდგომა ამპარტავნებაში არ აგდებს და აღსარების შენდობას მადლმოსილებით განიცდის; ნამდვილად ეღირება უფლის ხსენება. მიწაში თუ მარცვალს არ აგდებ და არ აღვივებ ვერც სიხარულს განიცდი მოსავლისას.
არ გამომრჩენია და ავღნიშნე ესეც კომენტარში ... დეპრესიაში ჩავარდნა არ ნიშნავს ლტოლვას ანუ ჩავარდნა და ლტოლვა სხვადასხვა ფუნქციებია. როდესაც რამესადმი მიილტვი ხიბლში ხარ და როცა დეპრესიას ვგულოსხმობთ და მასში შესვლას ეს უკვე მძაფრსიუჟეტიანი შეგრძნებაა.არასასურველი ვიათარებებით და განვმეორდები რომ
ვისაც აღდგომა ამპარტავნებაში არ აგდებს და აღსარების შენდობას მადლმოსილებით განიცდის; ნამდვილად ეღირება უფლის ხსენება. მიწაში თუ მარცვალს არ აგდებ და არ აღვივებ ვერც სიხარულს განიცდი მოსავლისას.
4. მარტოობისკენ ლტოლვასთან ერთად განსაცდელებზეც ვსაუბრობდი განსაცდელებზე რომელსაც ადამიანი ვერ ერევა და დეპრესიაში ვარდება... დეპრესიაში ყოფნა კი ღმერთისგან შორს ყოფნას ნიშნავს . მარტოობისკენ ლტოლვასთან ერთად განსაცდელებზეც ვსაუბრობდი განსაცდელებზე რომელსაც ადამიანი ვერ ერევა და დეპრესიაში ვარდება... დეპრესიაში ყოფნა კი ღმერთისგან შორს ყოფნას ნიშნავს .
3. მარტოობისკენ ლტოლვასთან ერთად განსაცდელებზეც ვსაუბრობდი განსაცდელებზე რომელსაც ადამიანი ვერ ერევა და დეპრესიაში ვარდება... დეპრესიაში ყოფნა კი ღმერთისგან შორს ყოფნას ნიშნავს . მარტოობისკენ ლტოლვასთან ერთად განსაცდელებზეც ვსაუბრობდი განსაცდელებზე რომელსაც ადამიანი ვერ ერევა და დეპრესიაში ვარდება... დეპრესიაში ყოფნა კი ღმერთისგან შორს ყოფნას ნიშნავს .
2. არაკორექტურობისათვის მომიტევეთ... არაკორექტურობისათვის მომიტევეთ...
1. "თუ ჩემს ცოდვებს ვერ ვერევი,ჩემს გააზრებულ ცოდვებს და მაინც მივილტვი მარტოობისკენ,დეპრესიული დღეებისკენ,უსუსურობისკენ ? ვითომ ღირსი ვარ ვახსენო ჩემი დამპალი პირით უფალი?"
მეგონა რომ მარტოობისაკენ ლტოლვა უფრო მეტი ზიარება იყო ,საკუთარ თავთან ,ბუნებასთან და შემოქმედებასთან.
რაზეც თქვენ საუბრობთ ლტოლვას არ უნდა გავდეს...
ვისაც აღდგომა ამპარტავნებაში არ აგდებს და აღსარების შენდობა მადლმოსილებით განიცდის; ნამდვილად ეღირება.
თორემ ცხოვრების თეთრ ფურცელს ყველა აშავთეთრებს...ზოგი სულ აშავებს და ზოგი ლამაზ ფერებსაც ძენს.
ყველა იმ "ლაქისთვის" ვართ დაბადებული, არსებობის ხაზით რომ იკვეთება და მისი გათეთრება, აღკვეცისა და განდეგილობის მომასწავებელია.რასაც ერში ხშირად ათასი უსამართლო მოსაზრებებით გფუთავს.
საინტერესო იყო... ღმერთმა ყველას სულის სიმშვიდე აპოვნინოს ორსავ სოფელსა შინა.
"თუ ჩემს ცოდვებს ვერ ვერევი,ჩემს გააზრებულ ცოდვებს და მაინც მივილტვი მარტოობისკენ,დეპრესიული დღეებისკენ,უსუსურობისკენ ? ვითომ ღირსი ვარ ვახსენო ჩემი დამპალი პირით უფალი?"
მეგონა რომ მარტოობისაკენ ლტოლვა უფრო მეტი ზიარება იყო ,საკუთარ თავთან ,ბუნებასთან და შემოქმედებასთან.
რაზეც თქვენ საუბრობთ ლტოლვას არ უნდა გავდეს...
ვისაც აღდგომა ამპარტავნებაში არ აგდებს და აღსარების შენდობა მადლმოსილებით განიცდის; ნამდვილად ეღირება.
თორემ ცხოვრების თეთრ ფურცელს ყველა აშავთეთრებს...ზოგი სულ აშავებს და ზოგი ლამაზ ფერებსაც ძენს.
ყველა იმ "ლაქისთვის" ვართ დაბადებული, არსებობის ხაზით რომ იკვეთება და მისი გათეთრება, აღკვეცისა და განდეგილობის მომასწავებელია.რასაც ერში ხშირად ათასი უსამართლო მოსაზრებებით გფუთავს.
საინტერესო იყო... ღმერთმა ყველას სულის სიმშვიდე აპოვნინოს ორსავ სოფელსა შინა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|