ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2019


შენ ისევ დუმხარ ...

შენ ისევ დუმხარ ნიშნის მოგებით,
"მოგება" - ფიქრობ ქალის ვალია...
მზეს(ვ)უმზირები და ვან გოგები,
სულძვრებს იწყებენ ლექსებ ბალიანს...

შენ ისევ შორს ხარ... ვლოკავ ძველ ფირებს,
ვგრძნობ რომ სიშორის ფირი მავნეა.
ვიგროვებ სიზმრებს, თან ვიზეპირებ
- ცას, თოვლს, სიცივეს ფიროსმანიანს...

შენ ისევ... ფრენა... აეროპორტი...
მე ისევ... უტყვი, რუსთავი, არკა...
იმ დღეს, მოტეხა ჰაერმა ტოტი.
იმ დღეს, დუმილმა ჯვარზე გამაკრა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები