ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2019


შინაურ მტერს

მეტი რაღაა სულით დაცემა,
რა არის ჭირი იმაზე დიდი,
რომ ქართველობა გეცუდკაცება
და "ორ კაპიკად" სამშობლოს ჰყიდი?!

ჩვენზე ცუდის მთქმელს არაფერს მოსთხოვ,
ძღები"კანფეტით ფოჩებიანით".
ფიცულობ ლონდონს, ვაშინგტონს, მოსკოვს -
სხვისიანი ხარ თუ ჩვენიანი?!

უღმერთობა რომ ნორმად შერაცხე -
ამის აღნიშვნა უკვე აღარც ღირს.
მოდი საქვეყნოდ ნუღარ შეგვარცხვენ,
ისე მოგვკალი - ჰა იარაღი!..

და, მე შენ გეტყვი, გაგვიკვირდება,
თუ საკუთარი და ან ძმა გვესვრის?!
"კეთილდღეობა" ჩვენ არ გვჭირდება,
ჩვენ შენ გვჭირდები, ბიჭო, არ გესმის?!

მეტი რა გითხრა, როგორ აგიხსნა,
საკუთარ სახლში მტრად შემოსულო:
სანამ შენ, ძმაო, თასში შხამს გვისხამ,
მთელი ოჯახი შენთვის ვლოცულობთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები