| ავტორი: ლელუჩი ჟანრი: პოეზია 16 ნოემბერი, 2019 |
რა შეგვრჩა წმინდა? შეგვრჩა კი რამე? დარწმუნებული არ ვარ სრულებით და რომ გვცოდნოდა, მერე ვინანებთ, ალბათ, რა მალე დავასრულებდით
ყველაფერს, რისიც გვრცხვენია უკვე, მაგრამ გვეგონა ადრე საჭირო. თუ შეამჩნიე, რომ სხვაგან ვუხვევ, თუკი შეძელი, გთხოვ, გამაჩერო.
უკან არ ვიხევთ აღარც ღალატზე, არადა ვიცით, ბოლოს რომ მოგვკლავს და სამწუხაროდ, გვიან ვაფასებთ ოცდაათ ვერცხლად გაყიდულ მოყვასს.
გადის დრო მალე, დრო მალე გადის, აი, უკვე მზეც შეცვალა ქარმა, ვგავართ ფილმიდან ამოჭრილ კადრებს, ვიღაც რომ ბოლოს ნაგავში აგდებს - ბუმერანგივით ბრუნდება კარმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ყველა ჩვენი ქმედება ცაში ასროლილ ნივთს გავს, რომელიც როდის მოგვხვდება თავში, და როგორ მოგვხვდება , არავინ იცის. ამას ნიშნავს რენდ გენია, კარმის დაბრუნება, რადგან კარმას ჩვენც ვქმნით. როგორც ჰესე ამბობდა, ცხოვრება ღმერთთან ჭადრაკის თამაშია . თუ კარგად ვითამაშებთ, ამოჭრილი კადრები კი არა, რომელიმე პრემიაზე გასული ფილმი იქნება ჩვენი ცხოვრება და ჩვენ კი მთავარ გმირები ვიქნებით მასში :) დამაფიქრებელი ლექსია. ყველა ჩვენი ქმედება ცაში ასროლილ ნივთს გავს, რომელიც როდის მოგვხვდება თავში, და როგორ მოგვხვდება , არავინ იცის. ამას ნიშნავს რენდ გენია, კარმის დაბრუნება, რადგან კარმას ჩვენც ვქმნით. როგორც ჰესე ამბობდა, ცხოვრება ღმერთთან ჭადრაკის თამაშია . თუ კარგად ვითამაშებთ, ამოჭრილი კადრები კი არა, რომელიმე პრემიაზე გასული ფილმი იქნება ჩვენი ცხოვრება და ჩვენ კი მთავარ გმირები ვიქნებით მასში :) დამაფიქრებელი ლექსია.
1. "ბუმერანგივით ბრუნდება კარმა."- ეგ საერთოდ ვერ გავიგე
"ბუმერანგივით ბრუნდება კარმა."- ეგ საერთოდ ვერ გავიგე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|