,,გახაფხული ხომ კვლავ მოვა?''- ასე ვიმშვიდებ თავს, ,,რა შეიცვლება თუ მოვა?''- ეშმა ეჭვებით მკლავს! იქნებ ზამთარი გახმეს და გადაიწმინდოს ცა?! ოღონდაც ცოტა დათბეს და მე რაღა მინდა სხვა?! მხრებზე დარდის მაქვს მთა-გორა- სიზმარშიც ვეღარ ვფრენ, თუ გაზაფხული კვლავ მოვა, მე შეგინახავ შენ!