ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2019


აღარ მიყვარს მუსიკა

გვერდში მედგა მეგობრად, როცა ყველა მრიყავდა,
სიყვარული მიჭირს და სიყვარული გულში მკლავს.
ადრე როგორ  ვუგებდი, ანდა როგორ მიყვარდა
აღარ მიყვარს მუსიკა!
აღარ მიყვარს მუსიკა!

მოდი ახლა მოგვეშვი, მე და უბედურებას,
მელოდება დუმილი, მელოდება მიწა მე,
არ მოგწყინდა ყურება? არ მოგწყინდა ყურება?
მე შენ ვეღარ მიგიღებ!
მე შენ ვეღარ გიწამებ!

ოი, როგორ მაკლია სირცხვილი და შერცხვენა,
სიყვარული მიჭირს და სიყვარული გულში მკლავს.
ირგვლივ საგიჟეთია და ჯანსაღი მეც ვერ ვარ
აღარ მინდა მუსიკა!
აღარ მინდა მუსიკა!

სიყვარული მიჭირს და სიყვარული გულში მკლავს
სიყვარული ისაა რასაც უნდა მიჰყავდე.
აღარ მიყვარს მუსიკა, აღარ მიყვარს მუსიკა
უფროსწორად ძვირფასო,
                        აღარ მინდა მიყვარდეს!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2019 წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები