ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2019


* * *

ნეტა ვინ ნახა გულისთქმის
შიგ დედო_ძარღვში დინება...
ვინ დააკერა სინდისი
ჩემ კაბას ლამაზ ღილებად...
ნეტა ვინ იგრძნო ჩემი ხმა
ბგერებად როგორ იშლება,
როგორ აწვება ყელს ბურთად,
კივილად  როგორ იკვრება....
რა ვქნა, თხზვა არ მეხერხება,
სულ მართლად ვიცი ძიება...
ვერც ლეგენდებად  დავწვები,
ვერც  ცაზე  გავალ მითებად...
უნდა, მოვძებნო ვარსკვლავი,
ეგება სადმე ბრწყინდება...
აგე, სიმართლის ხეები
რა ჭრელა_ჭრულად ირთვება...
აგე, რამდენი დღეც მოდის,
იმდენი უფრო  ბინდდება...
ასეთი დაღლა მაშინებს,
ასე უაზროდ მიგნება....

ჰოდა, გავყვები ზამთრის პირს
და დავბრუნდები ფიფქებად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები