ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2019


შეხვედრა მოხუცთა თავშესაფარში(ასი სიტვა)

    მოხუცთა თავშესაფარს თამრიკო მალე შეეჩვია, ფეხსაც უკეთესად ამოძრავებდა, ხელჯოხით სიარულიც შეეძლო, სიამაყე და ამპარტავნება უკან იხევდა თანდათან, რაც მთელი ცხოვრება აწუხებდა და აზარალა კიდეც.
    ერთი თვის თავზე მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა რეზოც აქ მოვიდა, ისიც ხელჯოხით იყო. ჩვეული იუმორით უთხრა.
_თამრიკო ხომ გეუბნებოდი, ჩვენ ერთად სიბერე გვიწერია_თქო, თამრიკოს არ გასცინებია, ის პაწაწინა გოგო წარმოუდგა თვალწინ, რომელიც ორმოცი წლის წინ ექიმმა მათი ნებით, ალბათ ვიღაც მდიდარზე გააშვილა.
    სალაპარაკო ბევრი ქონდათ დაგროვილი წლების მერე, ოცნება კი ერთი. ახალგაზრდა ქალი თამრიკოს ან რეზოს იკითხავდა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები