ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2019


ჩვენ...

ჩვენს შორის არც ისე შორია,
ჩვენამდე - არც ისე ადვილი...
ნაწვიმარ შუადღეს გაფიცებ...
როდესმე ვიქნებით ნამდვილი?
შენ გჯერა... შენ წერ და მეც მელანს
ვაწვეთებ ფურცლებზე ლოცვებად...
ნამდვილი მხოლოდ ის სისხლია
კალმებს რომ ძარღვებში მოჰყვება...
ჰო...შვენით სურვილებს ბარბაცი,
ლოთ ფიქრებს სიმართლე უხდებათ,
იჭრება სიგიჟე განგაშით
სხეულში და ისე ურჩდება
მწყურვალი ნაპირს რომ შეიგრძნობს...
ან როგორც ზაფხულის ელვები...
მართლა... დღესაც კვლავ წვიმაა...
ვჩურჩულებ...
და შენც კვლავ ღელდები!
.........
ჩვენ შორის... ჩვენს შორის ჩვენვე ვართ
ჩვენი გზით, არც ისე ადვილით...
ნაწვიმარ შუადღეს გაფიცებ...
მანძილი გავხადოთ მარტივი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები