ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
2 დეკემბერი, 2019


ზვიად გამსახურდია აფხაზეთის გამეგრელება და რუსების გაძევება

ზვიად გამსახურდია  აფხაზეთის გამეგრელება და რუსების გაძევება



რაც ფხიზელს გონებაში აქვს, ის მთვრალს ენაზე აქვსო - ამბობს სახალხო სიბრძნე. მართლაც, სიმთვრალე ადამიანს გონებაში ყველა ბარიერს უშლის, რასაც ქვეცნობიერება მას ფხიზელ მდგომარეობაში უყენებს.


მაგალითად, 1989 წელს, მთვრალმა ზვიად გამსახურდიამ, იმყოფებოდა რა  სხვა მეგრელებთან ერთად შეხვედრაზე, ღვინის ჭიქით ხელში,  სადღეგრძელოს სახით თქვა:


ციტატის დასაწყისი:


„...ზუგდიდი იქნება პლაცდარმი აფხაზეთის გამეგრელების...  ....და რუსების გაძევების აფხაზეთიდან... (*შენიშვნა: ვიდეო-ჩანაწერის მიხედვით ზვიად გამსახურდიას სიტყვა ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ)“.


ციტატის დასასრული.


ზვიად გამსახურდიას გამოსვლის ვიდეო-ჩანაწერი იხილეთ ვებ-გვერდზე:  https://www.youtube.com/watch?v=NJIVnDKiMjw



ანუ, ზვიად გამსახურდიას აზრით, მთავარი ამოცანა, ეს იყო აფხაზეთის გამეგრელება და რუსების გაძევება აფხაზეთიდან.


ფაქტიურად, მთვრალმა ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც ალკოჰოლმა ენა გაუხსნა, ხმამაღლად თქვა ის, რასაც ის ფხიზელი ფიქრობდა.  ზვიად გამსახურდიამ თქვა, რომ მთავარი ამოცანა იყო ომის გაჩაღება აფსუების და რუსების წინააღმდეგ, ვინაიდან, საღ აზრსა და მყარ მეხსიერებაში მყოფმა ადამიანმა არ შეიძლება არ გააცნობიეროს, რომ აფხაზეთის გამეგრელების მცდელობა, მათ შორის აფსუების გამეგრელების მცდელობა, რაზეც აფსუები არ იყვნენ თანახმა, ანუ, აფსუების გამეგრელება შეიძლებოდა ყოფილიყო მარტო ძალადობრივი, და რუსების გაძევების მცდელობა, დამთავრდებოდა  ომით.





კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
2.12.2019


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები