 | ავტორი: მზიანე ჟანრი: პოეზია 4 დეკემბერი, 2019 |
სუსხით დაჭრილი ნოემბერი ჩამოცლას უცდის, ხარბად ჩაუკრავს ხმელი ფოთლის გროვის აკიდო, მზეს აპრილამდე დაედება უთუოდ ხუნდი, დამზრალი სული თბილ ბუხართან უნდა დავკიდო. შიში გამჩრია...მაგრამ უკან როგორ დავიხევ?! ილუზიაა წინ დამხვდურის კიდევ გაძლება, ყველაზე ძვირფასს ყელზე ყულფის თოკად დავიხვევ და გადაღლილი შემოდგომც მიინავლება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|