ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2019


* * *

ისევ ფიქრებში ამომეჩემა შემოხიზნული შენი ხელები,
როგორც მზის სითბო დეკემბრის ქალაქს, ისე მაკლიხარ, ისე მელევი.
წარმავალი ხარ ჩემგან თუმცაღა წარუვალი ხარ ჩემი ლექსიდან,
ასე ნარნარას და ასე მსუბუქს მხოლოდ ფიქრებით მაინც ვერ გზიდავ.
გავდივარ გარეთ და თითქოს აღარ მომყვება შენი თბილი სიცივე,
ქარია მაგრამ საქანელები, ვუცქერ, ოდნავაც კი არ ირწევა.
მოკვდება ერთ დღეს ჩემი ეს გრძნობაც, შიმშილით როგორც კვდება ნადირი,
გაიყინება მტვერში საწოლქვეშ ჩემი სურვილი, ჩემი წადილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები