როგორ მსურდა ჩემს ოცნებებს არ ეცვალა ფერი. გყვარებოდი როგორიც ვარ, სულელიც და ბრძენიც. შემოგვევლო ეს სამყარო უსასრულოდ ფრენით და დაღლილებს დაგვეძინა ერთმანეთის ცქერით.
დილით წვიმა დაგვბანდა და გამიშლიდა თმას, ამ მინდორში გაზაფხულზე ავაგებდით სახლს. ხელებს მხრებზე შემოგხვევდი ერთგულსა და ლაღს. გულში ისე ჩამიკრავდი არ გამცემდი ხმას.
ვიწრო ბილიკს გავკვალავდი მთის წყაროსკენ გზას. გზაზე ყვავილს დამიკრეფდი თმის მოსართავს ნაზს. ყურში ჩუმად ჩაგძახებდი უშენობა მკლავს მხოლოდ შენი სიყვარულის და ალერსის მწამს