ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადრიან
ჟანრი: პროზა
9 დეკემბერი, 2019


ცოდნა

ყვითელი მდელო მკვეთრად წყდებოდა და იწყებოდა ზღვა, თითქოს თავის დროზე, ღმერთს ხანჯლის ერთი მოსმით მიწა შუაზე გაეხლიჩა და ახლა სადღაც შორიდან, საპირისპირო ფორმაზე გამოჭრილი მეორე ნახევარი იმზირებოდა. ულევი ჯარი ძალას იკრეფდა და ციხესიმაგრეს ტალღად ასკდებოდა... და მერე კიდევ... და მერე კიდევ... შეუპოვარი კლდე კი ყველა დარყმას წარბშეუხრელად უძლებდა. სად იწყება ამ ბრძოლის ისტორია? იქნებ მაშინ, როცა მიწა გაიყო, ან იქნებ მაშინ, როცა მდელოზე პირველად გამოჩნდა ნადირს აკიდებული ორფეხთა ტომი, თუ მაშინ, როცა პირველად შეაღწია ბრძოლის ხატმა გონში, იქ დაიბუდა, იქაური სამყაროთი გაიჟღინთა და კედელზე გადაძვრა, ან როცა პირველად მიიღო ხატმა სიტყვის ფორმა და სხეულის გარეშე დაიწყო არსებობა, შეიძლება მაშინ, როცა ყოველივე ეს ერთად შეიკრა და ახალ გრძნობად დაიბადა? მე და შენ შეტაკების საზღვარზე, კიდეში ვსხედვართ და ერთმანეთის თვალების გავლით შევიცნობთ ამ უსასრულო ბრძოლას, ქარი დაუბერავს, შეგვასკდება, წამიერად თითქოს გაფანტავს სიბნელეს და სუფთა სხეულს დიადი ცოდნის შეცნობას დაანებებს, ცოდნა მაშინვე გაქრება და უცხო მოგონებად ჩაიწერება, მე გადმოვიხრები და თვალებზე ტუჩებს დაგადებ, მე მჯერა სადღაც ორივემ ვიცით - რა ხდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები