ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2019


ცის ხილი

მწიფეა ისევ თოვლი - ცის ხილი,
ო, რა ზრუნვაა, რისკიც რამხელა...
გვეხება სულზე ბავშვურ სიფრთხილით,
არ უნდა რადგან თავის გამხელა...
ამიტომ ვერ ჭრის კაცი ცის ხეებს,
გაგვიხმებოდა ვფიქრობ ცის ველი.
ვერ დავაღწევდით სხეულს - ციხეებს,
შეუშრებოდა სულსაც სისველე...
თორემ, განა ეს მართლა თოვლია,
ან ცა, ცაა და ისხამს ნაყოფებს...
თოვლის ნუგბარით ვისაც უვლია,
გთხოვ, ცის ნადიმზე შენთან ამყოფე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები