ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2019


სიტყვის გზა


ვიბადებოდით ხორცის ჯურღმულში
და როცა შინაარსით ვღონდებოდით,
სხვა გზა არ გვრჩებოდა - მივაშურებდით ლორწოვან აღმართს,
სლიპინა ქსოვილზე უამრავჯერ წავიბორძიკეთ.
არც ისეთი თავისუფალი იყო სავალი.
რამდენჯერ დავსრიალდით,
რამდენჯერ დავეცით მომდევნო სიტყვას.
ისიც მომდევნოს ეცემოდა და ასე შემდეგ.
არ გვემჩნეოდა უხმაურო ელეთ-მელეთი.
არ ვიცი რომლის ამოძრომა იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი.
ჩემი თუ მათი, მათი თუ ჩემი.
საკუთარ სიმძიმეს ისე ვეზიდებოდით,
როგორც ძვირფასი საკმეველი ატორტმანებს
საპალნით აქლემს.
ხშირად გზაც ისე დაგვითმია ერთმანეთისთვის,
თავაზიანი ხასიათით ფსკერამდე ჩავსულვართ
და საკუთარი მნიშვნელობა გადაგვიჩქმალავს.
მსუბუქი ძმები მისხლტებოდნენ როგორც თევზები,
აკრობატული ნიშნის მოგებით გვითანაგრძნობდნენ
- ნუ აჩქარდებით, მოუთმენლად გველოდებიან.

14 დეკემბერი 2019 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები