 | ავტორი: მერიენ ჟანრი: პოეზია 16 დეკემბერი, 2019 |
(ჩემს ბების!)
ხშირად მახსენდები ბები, ხშირად კი არა, მგონი, არც მავიწყდები. შენი რევმატული, ბორცვიანი ფალანგები ისევ ჩემს თმებში დაცურავენ და ის ყავისფერი ლაქები შენი მტევნებიდან - ჩემსაზე გადმოდიან. არ ვიცი ვის მოვუყვები, ანდა ვინ მომიყვება?! რომ შენი სიყვარული არ შევინახო ბები! მინის სქელ ქილებში არ დავაკონსერვო. თორემ, როცა გავხსნი, ვერ ამოფრინდებიან მკვდარი ციცინათელები, შენ რომ დაგმარხეთ და მალევე მოფრინდნენ... სულ რომ ბუმბერაზი მეგონე და სულ რომ მთისხელა მეგონე და სულ რომ ყველაფერი მეგონე, გაჭრილი საფლავისთვის მეპატარავე. ბები! ბელტების ხრიალისგან ხომ არ შემიშინდი?! ... როცა შენი ფალანგები მიწის ქვეშიდან ამოიბურცნენ, მეც მიგატოვე. შინ წავედი. ეზოში იდგა შენი შინდი, საყვედურივით. ახლაც იქვე დგას. ... დაფნის ფოთლები მოგიწყვიტე, რომ თეთრი შუბლი წაგეკრა თავშლით. გინახე მუჭში დაჭკნობამდე. გინახავ ბები, ჩემს ქილაში კი სამუდამოდ დარჩა: ერთი მარად ყვითელი, მარად ცოცხალი ციცინათელა, ჩემო თვალციმციმა ბები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ლექსია. მადლობა! ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ლექსია. მადლობა!
8. როცა შენი ფალანგები მიწის ქვეშიდან ამოიბურცნენ, მეც მიგატოვე. შინ წავედი. ეზოში იდგა შენი შინდი, საყვედურივით.
ცოტა გული დამწყდა რომ ეს გამომრჩენია!
გაიშვითდა წლებია აქ კარგი ავტორები.ამიტომაც ძალიან მახარებს ხოლმე გამართული ტექსტების აქ ნახვა! როცა შენი ფალანგები მიწის ქვეშიდან ამოიბურცნენ, მეც მიგატოვე. შინ წავედი. ეზოში იდგა შენი შინდი, საყვედურივით.
ცოტა გული დამწყდა რომ ეს გამომრჩენია!
გაიშვითდა წლებია აქ კარგი ავტორები.ამიტომაც ძალიან მახარებს ხოლმე გამართული ტექსტების აქ ნახვა!
7. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
6. ძალიან, ძალიან მომეწონა. ტკბილი, თბილი, სიყვარულიანი, ამ ლექსში მარტო ბებიის სიყვარულს, კი არა კაცთმოყვარეობას ვხედავ. სათავფურცლოა!!!
ძალიან, ძალიან მომეწონა. ტკბილი, თბილი, სიყვარულიანი, ამ ლექსში მარტო ბებიის სიყვარულს, კი არა კაცთმოყვარეობას ვხედავ. სათავფურცლოა!!!
4. არ ველოდები ამ ლექსზე დიდად გამოხმაურებებს, იმიტომ, რომ პირადი ემოციებითაა გაჟღენთილი. არ ველოდები ამ ლექსზე დიდად გამოხმაურებებს, იმიტომ, რომ პირადი ემოციებითაა გაჟღენთილი.
3. არ ველოდები ამ ლექსზე დიდად გამოხმაურებებს, იმიტომ, რომ პირადი ემოციებითაა გაჟღენთილი. არ ველოდები ამ ლექსზე დიდად გამოხმაურებებს, იმიტომ, რომ პირადი ემოციებითაა გაჟღენთილი.
2. არ ველოდები ამ ლექსზე დიდად გამოხმაურებებს, იმიტომ, რომ პირადი ემოციებითაა გაჟღენთილი. არ ველოდები ამ ლექსზე დიდად გამოხმაურებებს, იმიტომ, რომ პირადი ემოციებითაა გაჟღენთილი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|