| ავტორი: ლელუჩი ჟანრი: პოეზია 23 დეკემბერი, 2019 |
ფიქრები. ფიქრები. ფიქრები - ვალაგე უჯრებში რამდენი, ბოლოს არც მანდ დამეტია და დამტვერილ ყუთებში ჩავტენე. შენზეა. შენზეა. შენზეა - შენზეა ყოველი მათგანი, არ ვიცი საიდან მოდიან, თან ას პროცენტამდე დამტენეს.
გავნათდი. მზესავით ვანათებ და თავი მგონია ფენიქსი - ასე, თითქოს უცებ გავცოცხლდი, ფილტვები ჰაერით შევივსე. ჟღერს ბანალურად და ბავშვურად, ამიტომ არასდროს არ გეტყვი, არ გეტყვი, ამიტომ დაგიწერ, რომ გუშინ პირველად მესიზმრე.
თენდება. ღამდება. თენდება. ფიქრებს არ წამოსცდათ ღალატი. რჩებიან უძრავად, უცვლელად, თუმც ბევრს არ ამბობენ არაფერს. შენზეა, სუყველა შენზეა - ჩემგან ამ სიტყვების გარანტი, ოღონდ მეორედაც მეწვიე და თავი მუხლებზე დამადე.
შეგეხო მინდა და ვერ ვბედავ, შიში მაქვს, უეცრად არ გაქრე, სიზმარშიც როგორი კარგი ხარ! მაასებ, მაასებ, მაოცებ! ვერ დავიმორჩილე სურვილი, ნაბიჯი წინ მაინც გადავდგი, თუ გინდა გიჟიც კი დამარქვი - მესამე სიზმარში გაკოცე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. იჩქარე ცოტა ლელუჩი რატომ იკავებდი თავს მესამე სიზმრამდე? :)
ღმერთმა ხელი მოგიმართოს სიზმრებშიც და ცხოვრებაშიც :) იჩქარე ცოტა ლელუჩი რატომ იკავებდი თავს მესამე სიზმრამდე? :)
ღმერთმა ხელი მოგიმართოს სიზმრებშიც და ცხოვრებაშიც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|