ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2009


ჩემი ძმა,დაუშვი აფრები!

ჩემი ძმა,ნუ ებრძვი
მოგონილ ქარიშხალს,
დაუშვი აფრები!
ეგ გზა არსად მიდის და
არსად მიგიყვანს
დრო რჩება ნაკლები.
აფსურდი თავისთავს
თვითონ დაამარცხებს
უაზრო კერპები
გაქრება შეხებით
და თუ კი მოიცდი
ღმერთებსაც შეხვდები.

თამაშობ თეთრებით...

...და ისევ პატია
ისევ ვერ მოიგე,
დამთავრდა პარტია!
ვიცი ეს ცხოვრება
მაგრად გახატია,
სიცოცხლით დადაღულს
სიკვდილმა გაპატია!
ყველგან ღალატია!

და მაინც ნუ ებრძვი
მოგონილ ქარიშხალს,
დაუშვი აფრები!
იმედში ხანდახან
ურევენ დარიშხანს.
ყიდიან რეცეპტით..
მიზნად დაისახე
სიმართლეს ეძებდი...
მიზნამდე ჯერ კიდევ
შორი მანძილია!

ჩემი ძმა,დაუშვი აფრები
დღეს ზღვაზე შტილია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები