ჰაერშიც უნდა იყოს სიჩუმე, ზეცაზე ვხატავ ჩემს გაგიჟებას, დღეს მთვარე თვალებს ხუჭავს მერწმუნე და ზღვა აპირებს კვლავ დამშვიდებას, ვამჩნევ მიწაში ისევ შევცურე, ამიტალახდნენ ვხედავ ფიქრები, ნეტავ თუ დროის გავხდი შემყურე, საათს აჩვენებს, ჩემი რითმები? კედლები ტანზე თუ მოიხურე, ბუნება თუ კი დარჩა შიშველი, მერე კედლების კარი მოხურე, და თითს კედლისკენ გამოიშვერენ? ჰაერშიც უნდა იყოს სისველე, ზეცაზე უნდა შრებოდეს დარდი, ცხენები სხივებს ისე მისდევენ, და ქარი ისე ჩუმდება ვარდში, და სიყვარული თუ გაავრცელე, ეს სინარნარეც მიფრინავს ცაში, ჩემი სიჩუმე მომყვარა კარში, სიზმარი ისევ ისერავს ვენებს, მზე ყველა ფოტო და ყველა კადრში, და.. ისტორიას წერენ ზეცაში, ჩიტებს, მხურვალე, მხურვალე ტაში, აბლოდისმენტებს, ჟრუანტელი დაუვლის ტანში, როცა სიზმარი აერევათ ღამეებს ცხადში, როცა აპრილი აღმოაჩენს სიბერეს ლანდში, როცა სიბერე დაუბერავს სულში და დარჩი, ცაზე დახატულ სტრიქონების გადასამალად, ნახე ? რომ ზეცა გადაიქცა იასამანად ? გინახავს? ღმერთში იუდა რომ მიასამარენ? ...... თვალებში, ზეცა ჩარჩენილი ქალის მწერალმა!
ს.შ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რაღაც მომენტებმა ამ ნაწერს კარგ ნაწერად ქცევის შესაძლებლობა დაუკარგა. კედლების ამდენჯერ ხსენებამ დაუკარგა მტავარი ფუნქცია ამ სიტყვას. ის რაც უნდა ყოფილიყო გადმოცემული "კედლით" ემოციისგან დაიცალა. "მომყვარა" და "მიასამარენ" საერთოდ... აბლოდისმენტები კიდევ :( ან ჩტებს ტაში რა იყო? :/ რაღაც მომენტებმა ამ ნაწერს კარგ ნაწერად ქცევის შესაძლებლობა დაუკარგა. კედლების ამდენჯერ ხსენებამ დაუკარგა მტავარი ფუნქცია ამ სიტყვას. ის რაც უნდა ყოფილიყო გადმოცემული "კედლით" ემოციისგან დაიცალა. "მომყვარა" და "მიასამარენ" საერთოდ... აბლოდისმენტები კიდევ :( ან ჩტებს ტაში რა იყო? :/
3. ბოლო ფრაზის ხათრით!
4 ბოლო ფრაზის ხათრით!
4
1. რაის "მომყვარა" ? :)
არადა, რამდენიმე ისეთი ლამაზა ფრაზაა, თუნდაც ფინალური - " თვალებში ზეცაჩარჩენილი ქალის მწერალმა" .
რაის "მომყვარა" ? :)
არადა, რამდენიმე ისეთი ლამაზა ფრაზაა, თუნდაც ფინალური - " თვალებში ზეცაჩარჩენილი ქალის მწერალმა" .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|