მე საათი ვარ, რა გამაჩერებს, სულ არ დავეძებ, გარბის თუ არა, ქვიშა ზეციდან.
და დაღამება რომ ავამღერე, დროსაც შესცივდა.
(ბრბოს.მეტი არაფერი არ გვინდა, წინ რომ გავუსწროთ დროს,).
და დრო უჩვეულ ცრემლით ატირდა, იმდენ ნახატებს გრძნობს,
თმობს მერე ფოთლებს, სადღაც მატილდა, ხატავენ ზღვებში, როგორ ატირდა, ფიროსმანული დრო.
შენ მკვლელობა ხარ, მეტი რა გინდა? სიკვდილ-სიცოცხლეს ყოფ,
დღეს ალბათ მთვარე გადაადგილდა,
ისე ლამაზად თოვს.
საგიჟეთი ვარ. დრო თუ გაფრინდა, მიდი და სდიე დროს,
ნაირნაირი ფერებით წვიმს და ხე ეფერება ტოტს, საათის ენით მერე ამინდმა, წვიმები, თოვლები, ხო.
ხო მერე, ხმებით მართე კარიბჭე,
ჩემი საათი დუმს.
გამოდარების ხიბლსაც გაგიჩენს, ისე ლამაზად დუმს.
ის ყვირის, რომ არ გადამავიწყდეს, გენიალურად დუმს,
ის მღერის რომ არ გადამავიწყდეს, და იღიმება სულ.
შენ მინდა ისე გამიფერადდე, როგორც ბრჟღვიალებს დრო.
საათმა ისე გაგაფერადე, მხატვარი, ზის და ქსოვს.
იქ, საუკუნე თამაშობს, და მთვარე წამზომს მთხოვს.
დრო - მაინც, ყველგან ზარმაცობს. საათი - იმედებს ფლობს.
დრო, ენერგიით აღსავსე, მთელ დედამიწას ღლის,
დუმს ჩემი საათი ამ წამს და თან, მოგონება წვიმს.
ს.შ 2020.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა კარგი რიტმია, სახეთა რა კარგი დინამიკა და ეს ბოლო ტრივიალური ფრაზა სად ჯანდაბიდან ვახტანგ და მაინცა და მაინცა ყველაზე მგრძნობიარე ადგილას - ფინალში...
რა კარგი რიტმია, სახეთა რა კარგი დინამიკა და ეს ბოლო ტრივიალური ფრაზა სად ჯანდაბიდან ვახტანგ და მაინცა და მაინცა ყველაზე მგრძნობიარე ადგილას - ფინალში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|