ბინდდება, ბინდი ითვლის სართულებს, სიშორე ისე ლამაზად კვდება, რომ სიკვდილს ყველა ვნება ართულებს, ბრმავდება სადღაც დიდძალი სევდა. ბინიდან ყველა ფრინველი ხტება, წუხდება ყველა დამშვიდობება, ბანაობს ზღვაში კვლავ მოგონება, და ზღვა, შეშლილი სიტყვებით წერს. სიუვარულს, უნდა ? გამოგონება? თუ იგი, ყველა სივრცეში დევს? ღამდება, ღამე ისევ გაქურდეს, და გააშიშვლეს თავდავიწყება, და დილა დაღამებას ასრულებს, ასე აღწერეს, ცხადი, სიზმრებმა. დღეს დედამიწა დაიორთქლება, ფანჯრებში, დარდი მოხაზავს წრეს, და ყველგან თოვლის თხრილი იქნება, თვალიდან სხივი მოგვპარავს მზეს. ხმის ტემბრს კი, სევდა ჩამოუჯდება, და სევდას, ყველა გვირილა ხევს. ხმა კი არასდროს არ გაჩუმდება, დრო მიდის, რადგან გამოსცემს ხმებს. დუმილი ალბათ სიმშვიდეს ყვება, და ამ ყველაფერს, წიგნები წერს? და მერე წიგნი გვემშვიდობება? ცა თუა, გზები რაში გვჭირდება? თუ, რაში მაინც იყოს და თეთრს? თეთრს, თეთრი ფერი შეუშინდება? თუ ? გული ყველა ფერებით ცემს? რომ ვიღრიალო გაგიკვირდება? ანდაც, ღრიალი შეარყევს მთებს? თუ, ცივი ჩაი გაგიცივდება? ჩაიში, შაქარს უწოდებ მსხვრეპლს? ზის, და გიჟივით დაგაკვირდება, ეს, შეუძლია ხელთნახატ ძეგლს? თუ მაინც, ღია ფერი გჭირდება? ფუნჯი, აშინებს ლმობიერ მგელს? თუ, ფუნჯი წერას შეწყვეტს მაშინვე? გაოცებს? ყრუ რომ სიმშვიდეს ფსტვენს? თუ ფსტვენა ასე ძლიერ გაშინებს? მაშინ, ბულბული, შეგზარავს შენ... და ბინდი ისეთ წვიმას აპირებს, რომ ღმერთი ალბათ, შედევრებს, ებს! დებს აქ, პირობა, საკუთარ მე-ს, და ფიქრი განა ტირეს ასრულებს, ფიქრიც ეძახის საკუთარ მე-ს და მე, სოლოში დუეტს აცდუნებს, დამემსგავსეო რაღაცით, მე. სართულებს, ყველა კიბე ართულებს, არ შეასრულებს, რას არ, სირთულე? რას ვერ გაიგებს ადამიანი? ადამიანო, თუ მოისურვე, ღმერთივით სულზე გადამიარე! და ხორცი თურმე, შეუუ, იარებს, იარეს გზებმა სიჩქარით მზეთა, მე.შენს თვალებში ადამიანებს, ღმერთს და სამყაროს უხილავს ვხედავ! ხმის ტემბრში რაღაც ზეცა მღვინვარებს დაფრინავს,ცეკვავს, ზეცა, შენს ხმაში, და თავში, სულში, ყველგან ტრიალებს, იგრძნობი წვიმის წვეთებ და ქარში, ეხები ყველა გამოგონებას, და გეძებ, ყველა უცნაურ ლანდში. ხელს, მთვარე უქნევს ამ შთაგონებას აპლოდისმენტრბს, უნდება ვალსი. და რა აზრი აქვს, ამ განშორებას, კითხულობს? შენი შეშლილი აზრი? ჩემს ქვეცნობიერს, ხმა ავუწიო? და მერე შიში იმის რომ დარჩე? (დედამიწიდან მსურს ჩამოგწიო და მინდა ერთად ვიაროთ ცაში.) და ჩემში რომ ვერ შემოაღწიო? და ოცნებები ვერ მოიპარო? და ეს ფურცლები,.ამ სინათლეში, წყალივით გინდა გადმოგიღვარო? ბრძენს დავეკარგო სულ სიმართლეში? და მერე ბრძნულად გადაგიყვარო? თუ სიყვარულის ისე არ გესმის, რომ ეს სიჩუმე გადმოიბრალო?
ან უჩვეულოდ მთავრდება ლექსი? რომ ყველაფერი მიყვარს უბრალო? თუ წარსულს ერთი წამითაც ვერ ცვლი? გაგიჟებს? რომ ვერ ცურავ უკვალოდ?
ს.შ 2020.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "ხმის ტემბრს კი სევდა ჩამოუჯდება" "დუმილი ალბათ სიმშვიდეს ყვება" მომეწონა ბოლოს კითხვის.ნიშნების სიუხვემ გამირთულა წაკითხვა წარმატებები "ხმის ტემბრს კი სევდა ჩამოუჯდება" "დუმილი ალბათ სიმშვიდეს ყვება" მომეწონა ბოლოს კითხვის.ნიშნების სიუხვემ გამირთულა წაკითხვა წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|