ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე927
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2020


ტრაგი-კომედია

ეხლა სამყარო ასე დაეცა,
მან ამოწურა მისი დროება
რადგან ღმერთი ხომ ვერცხლზე გაეცა,
დღეს არვის ახსოვს სარწმუნოება!

დავიწყებული ის ვინც მოგელის
როგორც სამშობლოს შესაწირ ტარიგს,
ორივეს ერთი ყუთი მოელის;
დედოფალსაც და მისსავე პაიკს

ამხედრებულა დღეს ბოროტება
და ყველას გვებრძვის დაღუპვის თვალით,
სიმართლის მთქელი კვლავ მოოხრდება,
აქ დაიღალეს სიკეთის სწავლით

ყველა უვიცი გახარებულა,
მათ ხომ არ უწყით რა უხარიათ
და ბოროტება გამართლებულა
მთელი სამყარო მათ უკავიათ

დღეს მე დაგიწერთ დიდ კომედიას
და დავასრულებ დიდი ტრაგიზმით
არვინ კითხულობს აქ პოეზიას
და ჩვენ გვმართავენ დიდი სადიზმით

ჩვენ გვიკეთია ყველას ნიღაბი
და ჩვენ ვთამაშობთ ვითომ თავადებს,
მაგრამ გვიჭირავს ყველას ნიჩაბი,
ერთმანეთს ვუთხრით ლამაზ საფლავებს!

თორნიკე ბედიანაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები