ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2020


მშობლიური ნიუსებიდან

ნინო დარბაისელი

მშობლიური ნიუსებიდან
- -

-...
-წინსვლა დაგვეტყო კი არა,
ხელფასი მოგვიგვარდა, კი?!
პატრონ-ყმობა და ქურდობა,
სიცრუე... გადავარდა, კი?!
გაქრა,  მოისპო, მოიშთო
ქვეყნის მძარცველთა ბანდა, კი?!
ამღვრეულ წყალში მოთევზე
კაცი ხელს დაიბანდა, კი?!
საჭმელად დარჩა მარცვალი
მუხუდო,  ხმელი ბარდა, კი?!

-ამ გრძელ ზამთარში ყინვისგან
ხალხი სულ აბაბანდა?
- კი!

-მთლად ერი გადაგვარდა?
- კი!
რაის ქვეყანა, ჭირიმე,
საქართველოა ბარდაკი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები