აქ, სადაც ღმერთია, შიშია, სიკვდილი, ღამეა ურიგო, მორიგი მკვლელობა, აქ, სადაც ღმერთია, წასვლაა უსიტყვო, და ჩვენი დარჩენა, ჟღერს არარაობად, აქ, სადაც ღმერთია, უძილო, სიკვდილ და სიცოცხლის სხვაობა, არავის, არ მოუსმინო, სუიციდს მდინარე ბღაოდა, ტიროდა როდესაც ქალაქი, ქალაქში როდესაც ტიროდნენ, მზემ სხივი უ მხარეს გადადო, უსასრულობა წვიმოდა, ვაი თუ, გრიპივით გადაგვდო, ვაი თუ, ვაი, რომ მშვიდობა, აქ, სადაც ეს, ღმერთი გათავდა, აქ, სადავ ღმერთივით გვინდოდა, ვაი რომ ვიღაცა გნახავდა, ვაი რომ ღმერთისკენ მირბოდა, ღმერთებო, მთელ ქალაქს გვადარდე, მთელ ქალაქს, სულებზე ჭრილობა, ვაი რომ არ უნდა გავთავდეთ, ტკივილსაც, რა მძაფრად ტკიოდა, აქ, სადაც ღმერთია ტკივილიც, აქ, სადაც ღმერთია დარფები, აქ, სადაც, უფალო შემინდე ! რომ ვერ ვწერ, რომ ისევ გავჩერდი, ყოველგან, სიკვდილის სუნია, სუიციდს ქალაქი დაჩემდა, მზეს ყველას თვალებში ვამვნევდი! და ახლა მზეობა მწყურია, რომ აქ, სადაცა ღმერთია, სისველე, სისველე დასველდა, ჩემს ქალაქა, დღეებზეც ემჩნია, წასვლები, წასვლები, გათენდა. და როგორც რიჟრაჟის წესია, და ახლა წესებიც ნაკლებად, ეს, ლექსი, უბრალო ლექსია, აქ, ღმერთი ძალიან დაბნელდა.
მე, მაპატიე, უფალო, რომ ვერაფერი შევცვალე, შენც იცი, შენც იცი უდაოდ, ვეცადე, ვეცადე, ვეცადე, გთხოვ, დაუმკვიდრე ადგილი მაპატიე რომ ვეწამე.
ს.შ 2020.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არის საინტერესო მომენტები. "წვიმოდა" - მისაღები ფორმაა? არ ვიცი მე და დარწმუნებით და იმიტომ დავსვი კითვა. თუ თითოეული ადამიანი ჩვენსას შევეცდებით, აუცილებლად შევცვლით უკეთესობისკენ. არის საინტერესო მომენტები. "წვიმოდა" - მისაღები ფორმაა? არ ვიცი მე და დარწმუნებით და იმიტომ დავსვი კითვა. თუ თითოეული ადამიანი ჩვენსას შევეცდებით, აუცილებლად შევცვლით უკეთესობისკენ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|