და თუ გაქფრენა მოისურვე, ფრენა ვისწავლო, თორემ პირდაპირ ცის კიდურზე, ფეხს რომ აბიჯებ, ან სად მიდიხარ? ან ვინ გიშვებს? ასე უბრალოს?
ასე უბრალოს, გაფრენამდე, განაწამებმა, ასე უბრალოდ, დაითვალეს ეს დრო, წამებმა,
და თუ გაფრენა მოისურვე, მე ვარ გაფრენა,
მერე მფრინველთა არსებობა უნდა ვიდაოთ,
გაფრენილ ცაში, ყველა ნოტის მუზა ამღერდა,
ყველა შეშლილის, გზატკეცილზე უნდა ვიაროთ,
თუ ყველა ღამე, მთვარეულობს, ვღამდები მაშინ, ხანში შევიდა არეული მარტის დუმილი, და თუ ზღვა მაღლა მოგვიცურავს, ზღვამ თუ ჩაყვინთა ცაში? ზღვამ თუ ქალივით გადაკიდა ფსკერზე ყურმილი,
ზღვამ თუ ჟრუანტლად დაუარა სიბერეს ტანში,
და თუ სიბერე ვეღარაფრით ეტევა კანში,
და თუ გაფრენა მოგინდება, უბრალოდ დარჩი.
ს.შ. 2020.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მე მომეწონა, ამის ავტორს უკეთესი მომავლის წერა შეუძლია, ხოდა 5 დავწერ მე მომეწონა, ამის ავტორს უკეთესი მომავლის წერა შეუძლია, ხოდა 5 დავწერ
1. რითმები გაცვეთილია. გაუგებარი ადგილები ბევრია. +3 უკეთესის მოლოდინით რითმები გაცვეთილია. გაუგებარი ადგილები ბევრია. +3 უკეთესის მოლოდინით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|