 | ავტორი: აიობ ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
შენ ვერ გაუძლებ ნაბახუსევზე ალეწილ სახეს, შენ ვერ გაუძლებ თავის ტკივილს ნაბახუსევზე, მაგრამ დალიე ბევრი დალიე, ყველა დალიე, რომ გაითიშო, რომ ქვითარივით მოგივიდეს კითხვები არსზე, კითხვები ღმერთზე, არარსზე და მარადიულზე და თელასიდან მოსულმა თესლმა ეგეც არ მყავდეს ნიკოლა ტესლა, დენის წყაროდან გამოგირთოს ცნობიერება. დალიე სპირტი, სანამ ჩაგდის და სანამ ვინმე შუბლზე ორივე ხელს შემოირტყავს მაგრამ, შენს შუბლზე. დალიე, სანამ ტვინის, ხორხის და კუჭის გზები ერთმანეთს ისევ უკავშირდება. დალიე, სანამ დიდთოვლობისას არ გადაკეტეს ეგ შენი გზებიც. და ვინმე ანჩხლი ახვარი თუ მოვა და გეტყვის: "ნუ გადაცდიო ცხოვრების გზას, თავს ნუ იფუჭებ!" უთხარი, ანდაც ნურაფერს ეტყვი, ისე იცოდე, რომ ყველა დიდი მაგისტრალი, ყველა ბილიკი, და ყველა მცირე ნაკვალევიც თოვლიან გზაზე სახლში კი არა, ღმერთთან კი არა, ზევით კი არა, ქვევით კი არა, რომში კი არა, რომთან მიდის და რომში იხრჩობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. თქვენ ემზადებით მაინც და უმრავლესობა საერთოდ არ კითხულობს :) ბურჟუები. თქვენ ემზადებით მაინც და უმრავლესობა საერთოდ არ კითხულობს :) ბურჟუები.
6. ამ ნიშანს რომ ვხედავ, ავტომატურად ვემზადები, რომ იმან, რაც მიღმაა, გული არ შემიღონოს ანაც უარესი, მაგრამ აქ არანაირი არაფერი.:) რაც კაია, კაია ამ ნიშანს რომ ვხედავ, ავტომატურად ვემზადები, რომ იმან, რაც მიღმაა, გული არ შემიღონოს ანაც უარესი, მაგრამ აქ არანაირი არაფერი.:) რაც კაია, კაია
4. დაასახელეთ, რომელი ცნობთ ჩემს სახელს? :)) დაასახელეთ, რომელი ცნობთ ჩემს სახელს? :))
3. ძალიან ნაცნობი ხელწერაა,ვფიქრობ ეს დღეები...ამ ლექსმა უფრო გამიმყარა აზრი... ძალიან ნაცნობი ხელწერაა,ვფიქრობ ეს დღეები...ამ ლექსმა უფრო გამიმყარა აზრი...
2. თქვენ როგორ ფიქრობთ, ლექსი, რომელიც ასეთი ტონითაა დაწერილი, და სალანძღავი სიტყვებით სავსე, არათუ საჭიროებს, არამედ მოირგებს გრამატიკულ სისწორეს? :) სტილის საკითხია მხოლოდ. და საერთოდ, არასწორად მიმაჩნია ხელოვნებაში გრამატიკული ცენზურა, ყველაფერი დასაშვებია მთავარია ლექსს უხდებოდეს :) რაც შეეხება დანარჩენს, ნუ გამომიტანთ განაჩენს გრამატიკის უცოდნირობის გამო, თქვენ ხომ ჩემს დანარჩენ ლექსებსაც იცნობთ :) და მაინც მოხარული ვარ, რომ მაგრად გაგისწორდათ :)) თქვენ როგორ ფიქრობთ, ლექსი, რომელიც ასეთი ტონითაა დაწერილი, და სალანძღავი სიტყვებით სავსე, არათუ საჭიროებს, არამედ მოირგებს გრამატიკულ სისწორეს? :) სტილის საკითხია მხოლოდ. და საერთოდ, არასწორად მიმაჩნია ხელოვნებაში გრამატიკული ცენზურა, ყველაფერი დასაშვებია მთავარია ლექსს უხდებოდეს :) რაც შეეხება დანარჩენს, ნუ გამომიტანთ განაჩენს გრამატიკის უცოდნირობის გამო, თქვენ ხომ ჩემს დანარჩენ ლექსებსაც იცნობთ :) და მაინც მოხარული ვარ, რომ მაგრად გაგისწორდათ :))
1. ტესლა რა მაგრად გაგირითმავთ :))
სასწაულად მომეწონა!
ოღონდ ეს "შემოირტყავს, სვავს, იცვავს..." არ თქვათ, ხიხიაა :)
ტესლა რა მაგრად გაგირითმავთ :))
სასწაულად მომეწონა!
ოღონდ ეს "შემოირტყავს, სვავს, იცვავს..." არ თქვათ, ხიხიაა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|