 | ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 თებერვალი, 2020 |
დღეს წამოთოვა მზის ქვეშ თბილისში, გავერცხლისფერდა სანაცრისფეთი! ფოთში თოვლია. ზღვის ნაპირს მღვრიე ტალახი და იქვე ახლოს სამოსახლო მრავალ ფერებით! ექვსი წელი ვიანგარიშე, მაგრამ ექვსივე უმოწყალოდ დაგორებული! აღმართი, სახნავად მე დამიტოვე ამ მიწიერში, ქვეშ გამიფინე სატახტრეთი ფიანდაზად მიტოვებული.. არ დავიწყების თვალები მაქვს ლიბრ აუკვრელი და გული ხმაუობს ბუნებასთან შეხმატკბილებით! ნაბიჯებს უნდა შენამდე მოსვლა, გულს რომ შევეშვათ და როს წლებმა თქვან თავისი სიტყვა, მე მაინც ვიტყვი, დავასწრებ: - ერთად ჩავეშვათ! არ მიპასუხო - ვიცი უთქმელად მეტყვი: - არ გეთქვა! სახელი შენი, ჩემზე მეტია, რადგან სხვა ყველაფერი დანარჩენია, ის რაც შენ დაგრჩა მტვრად ჩემგან, და არც ვიბერტყავ, მხოლოდ დახედავ და არც არაფერი, იტყვი: - ღმერთო, ეს მტვერი მე შემომრჩა დასარიგებლად მისგან! დავიბადეთ მე და შენ... მე დავარიგებ ან სულაც ქარს გავძახებ: "გაანაწილე!" და ისიც მუხლებიდან ჩამობერტყავს ნაგროვებ მტვერს, უმისამართოდ გაავრცელებს მტვერს და გააკეთილშობილებს ახალშობილებს! დავიბადეთ მე და შენ... მე რა დამრჩება: მოგენება თუ წლები უშენო თუ მარადისობა შენამდე ან იქნებ შენამდე მარადისობა?! არა! მხოლოდ ბავშვობა და სილამაზე, არა! მხოლოდ ბავშვობა და სიყმაწვილე, არა! მხოლოდ ბავშვობა და სიჭაბუკე, არა! მხოლოდ ბავშვობა და ოჯახი, არა! მხოლოდ ბავშვობა და ონავრობა, არა! მხოლოდ ბავშვობა და მოგონება! ჰო, მოგონებაზე იტყვიან: წლებთან ერთად იკარგებაო... არა! მხოლოდ წლებს ვკარგავ მოგონებების გარეშე. წლებს ჩვენთან რა უნდათ?! ისინი განსაზღვრავენ მხოლოდ ყოფნას მიწიერს! დავიბადეთ მე და შენ... მე გეტყვი დედა: - შენ დაიბადე ამ დღეს და არა წელს; მე გეტყვი დედა: - შენ დაიბადე ამ დღეს და არ ხვალ, მე გეტყვი დედა: - შენ დაიბადე ამ დღეს და იმ დღეს როცა მე დავიბადე!
გიგო რიონელი 26 იანვარი 2020 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან ღრმა აზრის ლექსი. ძალიან ღრმა აზრის ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|