 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 2 თებერვალი, 2020 |
ახლა მწიფეა კარალიოკი, ზამთარი ბაღის ღობეეზე აძრომას გეგმავს. სხვა სიყვითელეა თოვლიანზე მარცხის მიზეზი. მე როცა თევზი გადავყლაპე მზეებს ეძინათ. ძლივს ამოვიშრე ფეხსაცმელში ჩამდნარი თოვლი. გახვრეტილ ნავში შემოსულ წყალთან განაწილებულ დამშვიდობებას ფხა გამოვძიძგნე. დაქვეითებულ ნებაზე გაცვლილ სხეულის სითბოს, გზა გავუწბილე. ქვირითით ვძერწე უკმარისობა, ყველა იმ წვეთი თაფლის სანაცვლოდ, რომელიც ცოცხალს ჩამოეღვენთა და მკვდრებმა ლოკეს. ჩემით ძღებიან ერთმანეთს რომ ეურჩებიან წყრომით დღეები. ჩემში ძვრებიან სხვის ტკივილში დამხრჩვალი ხმები, შიშის ლორწოთი პოხავენ თვალებს. თუ ენამ ფიქრი ტუსაღივით უნდა ინახოს, რამ გამოცრიცოს პირის გისოსი? რამ შეაბრუნოს მთვარე სხვა მხარეს, ან რა უღელმა უნდა დამზნიქოს? დევი ზღაპრებში მხნეობასთან ისევ მარცხდება, მუქი ბეწვი აქვთ ისევ აჩრდილებს და ოღრო-ჩოღრო დაღმართებზე ეშვებს იმტვრევენ. ასეთი არის ჩემი ენის დამჭკნარი ფორმა, ენის სისველე, ზედ რომ იმ სიტყვას გაუხმა ფესვი, ცეცხლში რომ ცხოვრობს და ხრჩოლავს როგორც ფაშატის ლეში მეხით გაპობილ დამწვარ კედართან, კვამლის სიმწარე ჟანგბადივით აუჩინარებს ხან ჭვარტლით ფარავს. როცა ისეთი თავნებაა შენი იმედი, თითქოს ლურჯ წყალზე მოტივტივე დახრილი კიჩო, თამიმდევრული სიამაყით კარგავს სიმაღლეს, ცას ებჯინები, ცას რომელიც ვეღარ იქუხებს. ან დაიქუხებს და მოხდება გარდამავალი პერიოდისთვის უცნაურად შეუსაბამო გამეორება მახსოვრობიდან ამოზრდილი წყალ-წყალა სიზმრის, რომელშიც კაკლის დაბერტყვა ვცადე და მოლაღურის დამწვარ ბუდიდან გადმოცვენილმა მუქმა კვერცხებმა ლამის ამივსო გაოცების ძაფით ნაქსოვი თმენის ტომარა, რომელსაც თვალი წაუვიდა და გამოუჩნდათ სიფრიფანა ბზარებს სიმორცხვე. ერბოსფერ მინდორს მხარი ვუქციე, ძვლებს შევაზილე მკვდარი ფერები, ნოტიო მიწას მივადექი, ბილიკი ვნახე, ჭაობის ღემრთებს ვთხოვე ჭუპრები და ნივრის აცმა მივაწოდე ქარიყლაპიებს. დარჩენა იყო ამ ამბავში უფრო რთული თუ ორგანიზმიდან თავის დაღწევა, ეს სხვამ იკითხოს, მე გამეღვიძა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ბრავოოო!!!
55555555555555 ბრავოოო!!!
55555555555555
9. ჩემი პირველი +5 შენთან იყოს.
ჩემი პირველი +5 შენთან იყოს.
8. წაიღეთ ემოციები :| წაიღეთ ემოციები :|
6. “ ჩემით ძღებიან ერთმანეთს რომ ეურჩებიან წყრომით დღეები. ჩემში ძვრებიან სხვის ტკივილში დამხრჩვალი ხმები,”
სათაური არ ვიცი რას ნიშნავს. ლექსი ტყვიასაცითაა. მძიმე. რანაირი განწყობაა. ძალიან მომწონს.
5.
“ ჩემით ძღებიან ერთმანეთს რომ ეურჩებიან წყრომით დღეები. ჩემში ძვრებიან სხვის ტკივილში დამხრჩვალი ხმები,”
სათაური არ ვიცი რას ნიშნავს. ლექსი ტყვიასაცითაა. მძიმე. რანაირი განწყობაა. ძალიან მომწონს.
5.
5. რამ შეაბრუნოს მთვარე სხვა მხარეს, ან რა უღელმა უნდა დამზნიქოს? დევი ზღაპრებში მხნეობასთან ისევ მარცხდება, მუქი ბეწვი აქვთ ისევ აჩრდილებს და ოღრო-ჩოღრო დაღმართებზე ეშვებს იმტვრევენ.
ასე მგონია, საკმარისად დაფასებული არა რის ეს ნაწერი!
რამ შეაბრუნოს მთვარე სხვა მხარეს, ან რა უღელმა უნდა დამზნიქოს? დევი ზღაპრებში მხნეობასთან ისევ მარცხდება, მუქი ბეწვი აქვთ ისევ აჩრდილებს და ოღრო-ჩოღრო დაღმართებზე ეშვებს იმტვრევენ.
ასე მგონია, საკმარისად დაფასებული არა რის ეს ნაწერი!
4. გმადლობთ რომ კითხულობთ. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით :) გმადლობთ რომ კითხულობთ. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით :)
3. ჯონათანმა თამადასავით თქვა , ვეღარაფერს რო ვეღარ დაამატებ რა ))) ხოდა 5 ქულა ჩემგან .. ჯონათანმა თამადასავით თქვა , ვეღარაფერს რო ვეღარ დაამატებ რა ))) ხოდა 5 ქულა ჩემგან ..
2. რა შეიძლება ვთქვა: პოეზიაა! მთავარ გვერდზე ველი! მთელი თვე უნდა ვუცქირო!
5!!!! რა შეიძლება ვთქვა: პოეზიაა! მთავარ გვერდზე ველი! მთელი თვე უნდა ვუცქირო!
5!!!!
1. ეს სახეები, მეტაფორები, ემოცია... რთულია, ძნელია, მძიმეა საკითხავად, აღსაქმელად, მისაღებად და როგორი კარგია .
ლუმინესცენცია.
ეს სახეები, მეტაფორები, ემოცია... რთულია, ძნელია, მძიმეა საკითხავად, აღსაქმელად, მისაღებად და როგორი კარგია .
ლუმინესცენცია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|