ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2020


მაგრამ დროც იყო


დრო იყო, ვიცი, თოვას უცდიდა:
კაციც, ბუნებაც, ზეცაც და მიწაც...
დრო იყო ერთხელ, დედის მუცილდან
გავჩნდი თოვლივით სუფთა და წმინდა...

დრო იყო, როცა წამიდან წელი
და წელი წლებად შეიკრა, ჰოდა...
დრო იყო თვითონ, ჩქარი თუ ნელი:
ყვაოდა, ცვინდა, წვიმდა და თოვდა...

დრო იყო, დავრჩი ღმერთის ოცნებად,
ვენახე ერთხელ ხელში ბიბლიით...
დრო იყო გვემის, როცა ცხოვრებამ,
ამაგუნდავა თეთრი თოვლივით...

დრო იყო, ვნახე, წარსულის ფერფლი,
ზურგის მტვერივით თვალს როგორ უშლის...
დრო იყო, თოვლზე ბინძური ტერფი
დავდგი, თოვლივით გაირყვნა სულიც...

დრო იყო, მივხვდი, ვგოდებ თუ ვნანობ,
ვერ დავიბრუნებ იმ ბავშვურ წმინდანს,
მაგრამ დროც იყო, სხვა გულმა მანდო,
გრძნობა თოვლივით სუფთა და წმიმდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები