ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო_ზღვისპირელი
ჟანრი: თარგმანი
28 თებერვალი, 2020


რარიგ მომწონს (Мне Нравится)

რარიგ მომწონს, რომ არა ხართ სნეული ჩემით
რარიგ მომწონს, რომ არც მე ვარ თქვენით სნეული
და კიდევ ის, რომ არ გაგვეგება ფერხთით
ეს დედამიწა, ცოდვით მძიმე... გადარეული.
მომწონს ისიც, რომ უნებლიე ვარ სასაცილო
და თუნდ ისიც, რომ ვლაღობ, ვურცხვობ გადამეტებით
რომ არ მიწევს თამაში ფლიდი... იწილ-ბიწილო
რომ არ მეკვრის სუნთქვა თქვენთან ხელის შეხებით.
მე კიდევ იცით, ისიც კი მომწონს ჩემ თვალწინ როცა
სხვას იკრავთ გულში და ეხვევით, თან ისე მშვიდად
მე კი მწველ ცეცხლში უსუსურად ვდგავარ და გლოცავთ
სხვისი ამბორი როცა მაქცევს გეენის მკვიდრად.
მომწონს ისიც, რომ ალერსად „ჩემოს“ მე ვეღარ მეტყვით
ვერც დღით, ვერც ღამით და ვერც ვერასდროს... ვერსად
რომ ტაძარში ვერ ვიდგებით ერთურთის გვერდით
ვერც ალილუიას ვერ გვიმღერენ ორივეს ერთად.
მადლობელი ვარ მთელი გულით, მთელი არსებით
რაკი გიყვარვართ!... - ამის შესახებ არ უწყით თუმცა,
რაკი მწუხრისას თქვენზე არ-ფიქრში ვიძინებ შვებით,
რაკი მზის ჩასვლას არ ვეგებებით ჩვენ ერთად, თუნდაც...
რაკი მთვარიან ღამით ერთად არა ვსეირნობთ,
რაკი მზიურ დღეს ერთად არა ვზეიმობთ...
რაკი - ვაგლახ რომ - არა ხართ სნეული ჩემით!
რაკი - ვაგლახ რომ - არა ვარ სნეული თქვენით!

30/11/2015

Марина Цветаева - стихи


Мне нравится, что вы больны не мной,
Мне нравится, что я больна не вами,
Что никогда тяжелый шар земной
Не уплывет под нашими ногами.
Мне нравится, что можно быть смешной -
Распущенной - и не играть словами,
И не краснеть удушливой волной,
Слегка соприкоснувшись рукавами.

Мне нравится еще, что вы при мне
Спокойно обнимаете другую,
Не прочите мне в адовом огне
Гореть за то, что я не вас целую.
Что имя нежное мое, мой нежный, не
Упоминаете ни днем, ни ночью - всуе...
Что никогда в церковной тишине
Не пропоют над нами: аллилуйя!
Спасибо вам и сердцем и рукой
За то, что вы меня - не зная сами! -
Так любите: за мой ночной покой,
За редкость встреч закатными часами,
За наши не-гулянья под луной,
За солнце, не у нас над головами,-
За то, что вы больны - увы! - не мной,
За то, что я больна - увы! - не вами!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები