ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2020


** ** **

ერთი ისეთი შვილ მინდა
დილითავ ადრე სდგებოდეს
წიგნი უყვარდეს მამასებრ
ქვეყანას შააკვდებოდეს.

მეც რომ სხვებივით მეცხოვრა.
მეგროვებინა ქონება,
არ მექნებოდა ეს ლაღი
თავისუფალი გონება.

მაგრამ სახელი ვაგროვე,
განა სახლები ვაშენე
ჭამა-სმა ყორნებს ვადროვე
ჯიში არ გადავაშენე..

გულზე ბევრი აქვსთ მედლები
ოქრო ვერცხლი და ქონება,
სიმაძღრე ადამიანო
ცხოვრება თუ გეგონება..

ვიტყვი მეც ბევრჯერ ვიდარდე
ბევრჯერ ვყოფილვარ მშიერი
უსახელობის სირცხვილით
ვერ შევიცვალე იერი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები