ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2020


მ ო მ ნ ა ტ რ ე ბ ი ხ ა რ

მომნატრებიხარ იმაზე მეტად,
ვიდრე აქამდის ეს შენთვის მითქვამს,
პეპელასავით ლამაზად მფრენი
დრო წელიწადის სულს ვეღარ ითქვამს.

შემოჰკლებია მთელი ნუგეში
ვით უფოთლებო ცაცხვის ხეივანს
ჩემი ფიქრები წვიმაში მოჰყვა
მზესავით სახის მჭკნარ ნაკვთებს იბანს.

რა გაეწყობა აღარ ვიდარდებ
შენ თუ მოხვალ და იმედს გამითბობ,
მთელი სამყარო გათბება მალე
სულს შეეტყობა სხეულზე სილბო.

მე აქ ვარ ახლა და მოლოდინი
ვით ფუტკრის მართვე სკაში აპრილობს,
ამბობს დაკარგა მოთმინება და
სადღაც გაფრენას ჩუმად აპირობს.

თებერვალია, თითქმის 14
და სიმარტოვეს ვეღარ ვიშორებ,
რომ არ მოხვიდე ვერ გადავიტან
ძვირფასო შენთან ამდენ სიშორეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები